Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გივი წერედიანი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ნაშქოლი, ბეჩოს თემი, მესტიის რაიონი. დაამთავრა საქართველოს ფიზიკური კულტურის ინსტიტუტი. სწავლის პერიოდში აქტიურად მონაწილეობდა მთამსვლელთა შეჯიბრებებში. იყო გამოჩენილი მთამსვლელის მიხეილ ხერგიანის გუნდის უცვლელი წევრი და მრავალი გამარჯვების მონაწილე. 1949 წელს პირველად მიიღო მონაწილეობა ალპინიზმში, როცა ქართველმა მთამსვლელებმა დალაშქრეს მწვერვალი უშბა. 1960 წელს მონაწილეობდა ალპინისტთა გუნდში, რომელმაც განახორციელა პამირზე ზულმართისა და იმიერალაის ქედის ურთულესი ტრავერსი, რისთვისაც დააჯილდოვეს ოქროს მედლებით და გადასცეს სსრკ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელი და პირველი ხარისხის დიპლომი. 1962 წელს ჯგუფთან ერთად პირველი ასვლა განახორციელეს უსახელო მწვერვალზე, რომელიც ძალიან წააგავდა უშბას, ამიტომ მას "პამირის უშბა" შეარქვეს. 1964 წელს სხვა სვან მთამსვლელებთან ერთად განახორციელა სარეკორდო ასვლა მწვერვალ უშბაზე ე.წ. "უშბის სარკეზე", რისთვისაც მას მიანიჭეს საბჭოთა კავშირის ჩემპიონის წოდება და გადასცეს ოქროს მედალი. 2003 წელს გუნდმა, მისი ხელმძღვანელობით, დალაშქრა შავი უცნობიდან თეთნულდამდე 21 მწვერვალი, რისთვისაც ისინი ვერცხლის მედლებით დააჯილდოვეს. წყარო: სვანეთი და სვანები / ირაკლი დვალი, გივი ქურდიანი.-თბ., 2014.-გვ.441; თრიალეთის ექსპერტი: tpress.ge Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |