The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ირაკლი ბაჩალიაშვილი

ირაკლი ბაჩალიაშვილი
დაბადების თარიღი:1924  (101 წლის)
კატეგორია:სამხედრო პირი, სოფლის მეურნეობის სპეციალისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი კახი, კახის რაიონი, საინგილო (აზერბაიჯანი).

დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის მევენახეობის, მეხილეობისა და მებოსტნეობის ფაკულტეტი
1953 წელს.

1942 წლის ოქტომბრიდან მონაწილეობდა ომში კავკასიისა და უკრაინის ფრონტებზე სერჟანტის წოდებით, პოლონეთისა და ჩეხოსლოვაკიის განთავისუფლებაში. 1947 წლის დეკემბერში დემობილიზაციით დაუბრუნდა საქართველოს. 1954-1989წწ. მუშაობდა მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის კელევით ინსტიტუტში ჯერ ლაბორანტად და უმცროს, შემდეგ უფროს მეცნიერ თანამშრომლად. გამოაქვეყნა 21 სამეცნიერო ნაშრომი. ომისა და შრომის ფრონტებზე დაიმსახურა რამდენიმე მედალი, მათ შორის: "პრაღის განთავისუფლებისთვის", "გერმანიაზე გამარჯვებისთვის". დაიცვა დისერტაცია სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად 1977 წელს.

წყარო: ომგადახდილი მეცნიერები : საგამომცემლო ცნობები. კრებული / შემდგ.: გრიგოლ ბრეგაძე. - თბ., 2000. გვ. 15-16

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • შრომის ვეტერანი
  • მედალი "მხედრული მამაცობისთვის"
  • სამამულო ომის II ხარისხის ორდენი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: