The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ლეილა კალაძე

ლეილა კალაძე
დაბადების თარიღი:8 იანვარი, 1940
გარდაცვ. თარიღი:18 სექტემბერი, 2022  (82 წლის ასაკში)
კატეგორია:მეცნიერი, მუსიკოსი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის საფორტეპიანო განყოფილების სრული კურსი 1967 წელს. 1988 წელს ყოფილი საბჭოთა კავშირის უმაღლესი საბჭოს საკავშირო საატესტაციო კომისიამ მიანიჭა პედაგოგიურ მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი თემაზე - "მრავალხმიანი ქართული ხალხური სიმღერა უმცროსი სასკოლო ასაკის მოსწავლეთა პოლიფონიური სმენის ფორმირებაში (I-II კლ.)".

სხვადასხვა დროს გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო ნაშრომები, მონაწილეა მრავალი სამეცნიერო კონფერენციისა, მუსიკალური სასწავლებლის მოსწავლეებთან ერთად ჩატარებული აქვს მრავალი საჩვენებელი კონცერტი. გამომცემლობა "ლეგა"-მ 2011 წელს გამოსცა ლ. კალაძის მიერ დამუშავებული და შედგენილი სამენოვანი (ქართული, რუსული, ინგლისური) კრებული - ანთოლოგია "პოლიფონიური პიესები ბავშვებს (აგებულია ქართული ხალხური სიმღერების საფუძველზე )", კრებული განკუთვნილია სამუსიკო სკოლების I-II კლასების სახელმძღვანელოდ. მოზარდი თაობის აღზრდაში შეტანილი ღვაწლისათვის, ლეილა კალაძე 2017 წელს დაჯილდოვდა საქართველოს პროფკავშირული კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებების შემოქმედთა კავშირის "ოქროს საპატიო ნიშნით".

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: