The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



პავლე სანაკოევი

დაბადების თარიღი:15 იანვარი, 1882
გარდაცვ. თარიღი:1 ივლისი, 1960  (78 წლის ასაკში)
კატეგორია:მთარგმნელი, მწერალი, ფოლკლორისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ჯავა, ტფილისის გუბერნიის გორის მაზრა.

სწავლობდა სამრევლო სკოლაში; დაამთავრა არდონის სასულიერო სემინარია 1902 წელს.

1921-1922წწ. იყო სოფელ პონას მღვდელი, მასწავლებელი; 1922-1925წწ. სოფელ განათლების მასწავლებელი; 1925-1930წწ. მუშაობს სტალინირის (ცხინვალი) განათლების კომისარიატის სტამბაში; 1930-1937წწ. სამხრეთ ოსეთის სახელგამის უფროს კორექტორად; 1937-1941წწ. ლიტერატურული რედაქტორი; 1941-1947წწ. იყო სამხრეთ ოსეთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის დირექტორი, სტალინირი (ცხინვალი); 1947 წლიდან სამხრეთ ოსეთის სამეცნიერო - საკვლევი ინსტიტუტის მეცნიერ-მუშაკი (სტალინირი). ლიტერატურული მოღვაწეობა დაიწყო 1927 წელს; ოსურ ენაზე თარგმნიდა მხატვრულ ლიტერატურას, ადგენდა სახელმძღვანელოებს, აგროვებდა ფოლკლორულ მასალებს. მისი მთავარი ნაწარმოებებია: კ. ლორთქიფანიძის "ძირს სიმინდის რესპუბლიკა" (მთარგმნელი), ა. პუშკინის "გლეხის ქალიშვილი", "სადგურის ზედამხედველი", "კაპიტანის ქალიშვილი" (მთარგმნელი), მ. გორკის "ეგზეკუცია" (მთარგმნელი) და სხვა.

წყარო: მწერალთა ავტობიოგრაფიები. წ. 1/გიორგი ლეონიძის სახ. ქართ. ლიტ. მუზეუმი. -თბ., 2013. -გვ.368-372

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს საბჭოთა მწერლების კავშირი, წევრი (1945-)

ბიბლიოგრაფია

  • ქართულ-ოსური ლექსიკონი (შემდგენელი). - სტალინირი, სამხრ. ოსეთის სახელგამი, 1955. - 484გვ.
  • დედა ენა : პირველი კლასის სასწ. წიგნი. (ავტორი) // ნაწ. 1. - სტალინირი, სამხრეთ ოსეთის სახელგამი, 1938. - 84გვ.

გააზიარე: