Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
პავლე სანაკოევი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ჯავა, ტფილისის გუბერნიის გორის მაზრა. სწავლობდა სამრევლო სკოლაში; დაამთავრა არდონის სასულიერო სემინარია 1902 წელს. 1921-1922წწ. იყო სოფელ პონას მღვდელი, მასწავლებელი; 1922-1925წწ. სოფელ განათლების მასწავლებელი; 1925-1930წწ. მუშაობს სტალინირის (ცხინვალი) განათლების კომისარიატის სტამბაში; 1930-1937წწ. სამხრეთ ოსეთის სახელგამის უფროს კორექტორად; 1937-1941წწ. ლიტერატურული რედაქტორი; 1941-1947წწ. იყო სამხრეთ ოსეთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის დირექტორი, სტალინირი (ცხინვალი); 1947 წლიდან სამხრეთ ოსეთის სამეცნიერო - საკვლევი ინსტიტუტის მეცნიერ-მუშაკი (სტალინირი). ლიტერატურული მოღვაწეობა დაიწყო 1927 წელს; ოსურ ენაზე თარგმნიდა მხატვრულ ლიტერატურას, ადგენდა სახელმძღვანელოებს, აგროვებდა ფოლკლორულ მასალებს. მისი მთავარი ნაწარმოებებია: კ. ლორთქიფანიძის "ძირს სიმინდის რესპუბლიკა" (მთარგმნელი), ა. პუშკინის "გლეხის ქალიშვილი", "სადგურის ზედამხედველი", "კაპიტანის ქალიშვილი" (მთარგმნელი), მ. გორკის "ეგზეკუცია" (მთარგმნელი) და სხვა. წყარო: მწერალთა ავტობიოგრაფიები. წ. 1/გიორგი ლეონიძის სახ. ქართ. ლიტ. მუზეუმი. -თბ., 2013. -გვ.368-372 Member of Organizations
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |