შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
სოსო ჭკადუა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ლახამულა, მესტიის რაიონი. დაამთავრა ლახამულის ოთხწლიანი სკოლა; წინამძღვრიანთკარის საცდელ-საჩვენებელ სასოფლო-სამეურნეო სკოლა 1929 წელს; საგურამოს სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმი 1933 წელს; საქართველოს კპ ცენტრალურ კომიტეტთან არსებული ორწლიანი პარტიული სკოლა; ა. ს. პუშკინის სახელობის თბილისის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორიის ფაკულტეტი. 1933-1938წწ. მუშაობდა ჭუბერისა და ლახამულის არასრულ საშუალო სკოლებში ჯერ მასწავლებლად და შემდეგ დირექტორად; 1938 წელს სამუშაოდ გადაიყვანეს მესტიის კომკავშირის რაიკომში; 1939 წელს აირჩიეს მესტიის კომკავშირის რაიკომის პირველ მდივნად; 1943-1948წწ. მუშაობდა პარტიის მესტიის რაიკომში საორგანიზაციო განყოფილების გამგედ, შემდეგ რაიკომის მდივნად; 1950-1954წწ. მესტიის რაიკომის მეორე მდივნად აირჩიეს; შემდეგ რაიაღმასკომის თავმჯდომარედ დანიშნეს; 1955-1968წწ. აირჩიეს მესტიის რაიკომის პირველ მდივნად. სხვადასხვა დროს არჩეული იყო მესტიის რაიკომის პლენუმის წევრად, რაიონული საბჭოს დეპუტატად, ქუთაისის საქალაქო კომიტეტის სარევიზიო კომისიის წევრად, საქართველოს კპ ცენტრალური კომიტეტის წევრობის კანდიდატად, სარევიზიო კომისიის წევრად, საქართველოს უმაღლესი საბჭოს (ოთხი მოწვევის) დეპუტატად; 1968 წელს მუშაობდა ქ. თბილისში სამინისტროს მევენახეობა-მეხილეობის საბჭოთა მეურნეობის ტრესტში მმართველის პირველ მოადგილედ, შემდეგ ამავე სამინისტროს ფასების, სტანდარტების და დაგეგმარების მთავარი სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე. პარტიული და სახელმწიფო მოღვაწე. წყარო: სვანეთი და სვანები / ირაკლი დვალი, გივი ქურდიანი.-თბ., 2014.-გვ.447 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |