The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნოდარ კეკელიძე

ნოდარ კეკელიძე
დაბადების თარიღი:3 იანვარი, 1936
გარდაცვ. თარიღი:ივლისი, 2011  (75 წლის ასაკში)
კატეგორია:მწერალი

ბიოგრაფია

ნოდარ კეკელიძის პირველი საბავშვო მოთხრობა "ჯიუტი დათუნია" გამოქვეყნდა ჟურნალ "დილაში" 1962 წელს. გამოქვეყნებული აქვს შემდეგი ნაწარმოებები: "ფუზუილას თავგადასავალი", "თოვლი", "ძია სამსონის რობოტი", "სახლიკაცები", "შუაკაცი", "ცუცქია ზღარბის ამბავი". ნოდარ კეკელიძის მოთხრობები თარგმნილია რუსულ, მოლდავურ, უნგრულ და გერმანულ ენებზე. საბავშვო მწერალი.

წყარო: ნოდარ კეკელიძე : ხსოვნა // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2011. - 26 ივლისი. - N138 (6749). - 11გვ.

ბიბლიოგრაფია

  • დიდი აღმართი : რომანი (ავტორი). - თბილისი, საქართველოს მაცნე, 2008. - 742გვ.
  • სახლიკაცები : მოთხრობები უმცრ. სასკ. ასაკის ბავშვებისათვის (ავტორი). - თბილისი, ნაკადული, 1982. - 131გვ.
  • ფუზუილას თავგადასავალი : მოთხრობები უმცრ. სასკ. ასაკის ბავშვებისათვის (ავტორი). - თბილისი, ნაკადული, 1977. - 118გვ.
  • შუაკაცი (ავტორი). - თბილისი, 1974. - 16გვ.

გააზიარე: