The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ქრისტეფორე ჯიოევი

ქრისტეფორე ჯიოევი
სხვა სახელი:ფორა ჯიოევი
ჯიოშვილი
დაბადების თარიღი:1873
გარდაცვ. თარიღი:1935  (62 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:კუკიის სასაფლაო, თბილისი
კატეგორია:საზოგადო მოღვაწე, სასულიერო პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი მორგოში, ჯავის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია და კიევის სასულიერო აკადემია.

ეწეოდა სასულიერო, საგანმანათლებლო და გამომცემლობით მოღვაწეობას. ჯავაში გახსნა სკოლა-პანსიონი. თბილისის გიმნაზიაში იყო მასწავლებელი და სიონის ტაძარში მღვდელი. მე-20 საუკუნის დასაწყისში მისი ხელშეწყობით დაარსდა ოსური გაზეთები თბილისში "ნოგ ცარ" ("ახალი ცხოვრება") და "ფსირ" ("თავთავი"), ხოლო პეტერბურგში "ხური თინ" ("მზის სხივი"). საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ სასულიერო მოღვაწეობა ვეღარ გააგრძელა და საერო ცხოვრებაში იღებდა უფრო აქტიურ მონაწილეობას. მისი მონაწილეობით დაარსდა სამხრეთ ოსეთის სამხარეო მუზეუმი, რომლის პირველი დირექტორი თავად იყო. მან მნიშნელოვანი წვლილი შეიტანა ოსების განათლების, კულტურისა და რელიგიის საკითხში. ოსი საზოგადო, სასულიერო და რელიგიური მოღვაწე, ოსური საგამომცემლო საქმიანობის ხელმძღვანელი. 

წყარო: საერთო ფასეულობები ქართველებსა და ოსებს შორის ნდობის აღსადგენად / პაატა გაჩეჩილაძე, კობა ჩოფლიანი.-თბ.,2022.-გვ.45; გაზეთი "რესპუბლიკა": respublikarso.org


გააზიარე: