The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



შალვა გაბესკირია

შალვა გაბესკირია
სხვა სახელი:ბუტა გაბესკირია
დაბადების თარიღი:26 მაისი, 1943
გარდაცვ. თარიღი:8 ნოემბერი, 2023  (80 წლის ასაკში)
კატეგორია:დიპლომატი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი თურქული ენისა და ლიტერატურის სპეციალობით 1965 წელს.

1966-2006 წწ. მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკად. გ. წერეთლის სახელობის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტში ჯერ (1966–1986) თურქოლოგიის განყოფილების უმცროსი მეცნიერ თანამშრომლის, შემდეგ (1986–2006) უფროსი მეცნიერ თანამშრომლის თანამდებობაზე; 1970-1972 წწ. იყო თურქული ენის თარჯიმანი იზმირში (თურქეთი); 1983-1986 წწ. მუშაობდა უფროს მასწავლებელად ი. ჭავჭავაძის სახელობის თბილისის უცხო ენათა სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის სინქრონული თარგმანის კურსებზე; 1984 წელს აკადემიკოს სერგი ჯიქიას ხელმძღვანელობით დაიცვა დისერტაცია ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად თემაზე: "იუნუს ემრეს ნაწარმოებების ლექსიკა"; 1990-1993 წწ. მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის არნ. ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტში ლექსიკოლოგიის განყოფილების ეტიმოლოგიური ლაბორატორიის მიწვეულ თანამშრომელად; 1992-1994 წწ. უფროს მასწავლებლად აღმოსავლურ ენათა შემსწავლელ კურსებზე ი. ჭავჭავაძის სახელობის თბილისის უცხო ენათა სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში; 1992-1994 წწ. თარგმანის განყოფილების გამგედ თბილისში გამომავალ თურქულ-ქართულ გაზეთში "ხიდი"; 1990-1994 წწ. თურქული ენისა და უცხო ენათა კათედრების გამგედ კერძო უნივერსიტეტებში: "გეორგია" და "რიტორიკა"; 1992-1994 და 1998 წწ. თურქული ენის პედაგოგად თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტში, ხოლო 2003 წელს თურქოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელად და პროფესორად ამავე ინსტიტუტში; შალვა გაბესკირიას მრავალმხრივი ბიოგრაფიის ნაწილია მისი დიპლომატიური მოღვაწეობა 1994-1998 წწ. თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოში მას ეკავა ჯერ პირველი მდივნის, ხოლო შემდეგ 1999-2002 წწ. - საელჩოს მრჩეველის თანამდებობა. გამოქვეყნებული აქვს ერთი მონოგრაფია და რამდენიმე ათეული სამეცნიერო ნაშრომი აღმოსავლეთმცოდნეობაში, ენათმეცნიერებაში, ქართველოლოგიასა და რუსთველოლოგიაში, რომლებიც ეხება ამ დარგების საკვანძო, კარდინალურ საკითხებს და ხასიათდებიან ორიგინალური მიდგომებით. იგი ფლობდა მრავალ ევროპულ და აღმოსავლურ ცოცხალ და მკვდარ ენას. იცოდა თურანულ-ალთაური, სემიტური, ანატოლიური, ბერძნულ-რომანული თუ ინდო-ირანული ენები და ტიპოლოგიურად იკვლევდა მათ. ჰქონდა მნიშვნელოვანი ეტიმოლოგიური ნაშრომები. განსაკუთრებით ღირებულია მისი, როგორც პოლიგლოტი ასირიოლოგის, კვლევები ხეთურ-ქართველური ენობრივი მიმართებების შესახებ. მონაწილეობდა ადგილობრივ და საერთაშორისო კონფერენციებსა და ფორუმებში. მისმა კვლევებმა მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავეს ქართულ და უცხოურ სამეცნიერო მემკვიდრეობაში. სამეცნიერო საქმიანობას შალვა გაბესკირია წარმატებით უთავსებდა პედაგოგიურ საქმიანობას - როგორც მიწვეული პროფესორი კითხულობდა ლექციებს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრიაპირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში. იყო მრავალი საკვალიფიკაციო ნაშრომის სამეცნიერო ხელმძღვანელი, კონსულტანტი თუ რეცენზენტი.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საკავშირო მეცნიერებათა აკადემიასთან არსებული თურქოლოგთა კომიტეტი, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2013 - ღირსების ორდენი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: