Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გივი დოლიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ბათუმი. დაამთავრა საქართეელოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი 1952 წელს. 1954 წლიდან სწავლობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ასპირანტურაში, იმაღლებდა კვალიფიკაციას მოსკოვის უნივერსიტეტის ბიოლოგიისა და ნიადაგმცოდნეობის ფაკულტეტზე, ლენინგრადის მცენარეთა დაცვისა და ბიოლოგიის ინსტიტუტებში. მუშაობდა მახინჯაურის საჭოთა მეურნეობაში ბრიგადირად. 1942 წლის სექტემბრიდან საბჭოთა არმიის რიგებშია და ამავე წლის ბოლოს პირველი საბრძოლო ნათლობა მიიღო ქ. ტუაფსესთან. მონაწილეობდა კრასნოდარის, ნოვოროსიისკის, ანაპის და ტამანის ნახევარკუნძულის, ბელორუსიის, ლიტეის, პოლონეთის განთავისუფლებაში და ბერლინისათვის ბრძოლებში. 1947 წელს დემობილიზაციის შემდეგ მუმაობა განაგრძო მახინჯაურის ციტრუსების მეურნეობაში აგროტექნიკოსად. 1956 წელს მუშაობდა საქართველოს მცენარეთა დაცვის, ხოლო 1957 წლიდან მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის ინსტიტუტში, ჯერ უფროს მეცნიერ თანამშრომლად, შემდეგ მცენარეთა დაცვის განყოფილების გამგედ. საკანდიდატო დისერტაცია დაიცვა 1957წელს, სადოქტორო - 1972 წელს, პროფესორის წოდება მიიღო 1990 წელს. ის 100-ზე მეტი სამეცნიერო შრომის ავტორია. მისი ხელმძღვანელობით დაცულია 5 საკანდიდატო და ორი სადოქტორო დისერტაცია. მისმა მეცნიერულმა ნაშრომებმა დაიმსახურეს სახალხო მეურნეობის მიღწევათა გამოფენის მონაწილის 5 მოწმობა და 2 ბრინჯაოს მედალი, მეცნიერული მიღწევების პროპაგანდისათვის დაჯილდოებულია საზოგადოება "ცოდნის" მედლით. წყარო: ომგადახდილი მეცნიერები : საგამომცემლო ცნობები. კრებული / შემდგ.: გრიგოლ ბრეგაძე. - თბ., 2000. გვ. 35-36 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |