Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
შოთა ეფრემიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ცხინვალი. დაამთავრა მოსკოვის ენერგეტიკული ინსტიტუტი და ჟუკოვსკის სახელობის სამხედრო აკადემიის კურსები 1941 წელს. 1941 წლის ნოემბერში გაიწვიეს არმიაში; იბრძოდა სამხრეთ-დასავლეთის ფრონტზე; იყო ჯერ პოლკის, შემდეგ კი დივიზიის უფროსი ინჟინერი, უფროსი ლეიტენანტის წოდებით; ომის დამთავრების შემდეგ 1945-1946წწ. მუშაობდა მასწავლებლად თბილისის საავიაციო ტექნიკუმში; 1947-1955წწ. საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში; 1955-1957წწ. მოსკოვში საკავშირო სოფლის მეურნეობის ელექტრიფიკაციის ინსტიტუტში; 1957-1959წწ. ჩაისა და სუბტროპიკული მანქანების საკონსტრუქტორო-საპროექტო ინსტიტუტში. 1959-1985წწ. (პენსიაზე გასვლამდე) საქართველოს სოფლის მეურნეობის მექანიზაციისა და ელექტრიფიკაციის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში ლაბორატორიის ხელმძღვანელად. მან შექმნა გადიდებულ ელექტრო სიხშირეზე მომუშავე ცხვრის ელექტრო საპარსი მანქანა. გამოქვეყნებული აქეს რამდენიმე საავტორო გამოგონება. ზემაღალი სიჩქარის, მცირე სიმძლავრის ელექტრო ძრავის ავტორი. წყარო: ომგადახდილი მეცნიერები : საგამომცემლო ცნობები. კრებული / შემდგ.: გრიგოლ ბრეგაძე. - თბ., 2000. გვ. 40 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |