Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ვალერიან ვაშაკიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი დიდი ჯიხაიში, სამტრედიის რაიონი. დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო ფიზიკური კულტერის ინსტიტუტი 1954 წელს და კონკურსით ჩაირიცხა ამავე ინსტიტუტის ასპირანტურაში. საბჭოთა კავშირის დიდი სამამულო ომის დაწყებისთანავე გაიწვიეს არმიაში. 1941-1945წწ. იყო შინაგანი ჯარების 37-ე დივიზიის 226 პოლკის რიგითი ჯარისკაცი და ათეულის მეთაური. ბელორუსიის ტერიტორიაზე იცავდა ქალაქებს, სტრატეგიულ ობიექტებს. ომის დამთავრების შემდეგ იყო იმავე პოლკის ოცეულის მეთაური. 1948 წელს დემობილიზებულმა რამდენიმე თვე იმსახერა თბილისში. 1949 წელს დაიწყო მუშაობა საქართველოს ფიზკელტერის ინსტიტუტის სპორტელ კლუბში მწვრთნელად მძლეოსნობაში. 1958 წლიდან მუშაობდა ფიზიკური კულტერის ინსტიტუტის მძლეოსნობის კათედრაზე ჯერ მასწავლებლად, უფროს მასწავლებლად, შემდეგ კათედრის გამგედ. მან სამეცნიერო-კვლევითი მოღვაწეობა დაიწყო ჯერ კიდევ სტუდენტობის პერიოდში. 1953 წელს მისმა ნაშრომმა ლენინგრადში სტუდენტთა საკავშირო სამეცნიერო კონფერენციაზე დაიმსახურა მეორე საკავშირო პრემია. 1963 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია და მიიღო პედაგოგიურ მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი. მას შესრულებული აქეს 121 სამეცნიერო და მეთოდური ხასიათის ნაშრომი. 1964-1966წწ. მივლინებით იყო კუბაში და მონაწილეობდა ფიზიკური კულტურისა და სპორტის დარგში პედაგოგთა და სპორტსმენთა მაღალკვალიფიციური კადრების მომზადებაში. იყო საქართველოს, ამიერკავკასიისა და ბელორუსიის მრავალგზის ჩემპიონი და რეკორდსმენი რბენის სხვა და სხვა სახეობაში. 1980 წელს მიწვეული იყო მსაჯ-არბიტრად XXII ოლიმპიურ თამაშებზე მოსკოვში. წყარო: ომგადახდილი მეცნიერები : საგამომცემლო ცნობები. კრებული / შემდგ.: გრიგოლ ბრეგაძე. - თბ., 2000. გვ. 40-41 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |