The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გიორგი ჯაფოშვილი

გიორგი ჯაფოშვილი
Date of birth:3 November, 1970  (54 years)
Category:Biologist, Scientist

Biography

დაამთავრა თბილისის სულხან საბა ორბელიანის სახელობის პედაგოგიური უნივერსიტეტი (ამჟამად ილიას სახ. უნივერსოტეტი) 1993 წელს; 1997 წელს საქართველოს ეროვნული მეცნეირებათა აკადემიის ზოოლოგიის ინსტიტუტის ასპირანტურა; 1999 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია მეცნიერებათა აკადემიის ზოოლოგიის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოზე თემაზე - "თბილისის შემოგარენის კოქციდების, ალეიროდიდებისა და ფსილიდების პარაზიტული ქალციდები".

1992 წლიდან მუშაობს ზოოლოგიის ინსტიტუტში; 2006 წელს გახდა ენტომოლოგიისა და ბიოკონტროლის მიმართულების ხელმძღვანელი; 2011 წლიდან შეუერთდა საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტს, ამავე სახელწოდების კვლევითი ცენტრის სახელით და დღემდე არის აგრარული ფაკულტეტის სრული პროფესორი; 2013 წლიდან ენტომოლოგიის ინსტიტუტის ხელმძღვანელია, რომლის შემადგენლობაშიც გაერთიანდნენ ყოფილი მეაბრეშუმეობისა და მეფუტკრეობის ინსტიტუტები. გამოქვეყნებული აქვს 200-ზე მეტი სამეცნიერო პუბლიკაცია, წიგნის თავი და მონოგრაფია; აღწერილი აქვს მეცნიერებისათვის ახალი 70-ზე მეტი მწერის სახეობა. ზოოლოგი (ენტომოლოგი).

წყარო: საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი ილია: agruni.edu.ge

Member of Organizations

  • უხერხემლოთა კვლევის ცენტრი, თავმჯდომარე (2012-)

Share: