Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ტიტე ჯორჯიკია![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ფოთი. 1933 წლიდან 15 წლისა უკვე ფოთის ნაკრები გუნდის შემადგენლობაში იყო; სპორტში მან ფეხი აიდგა ისეთი ცნობილი ოსტატების გვერდით, როგორებიც იყვნენ შემდგომში დინამოელთა პირველი თაობის კორიფეები: ბ. პაიჭაძე, ვ. ბერძენიშვილი, გ. გაგუა, ვ. ჯორბენაძე და სხვები; 1936 წელს ჩააბარა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (ახლა ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახ. უნივერსიტეტი) ეკონომიკის ფაკულტეტზე; პარალელურად თამაშობდა თსუ-ს კალათბურთისა და ფეხბურთის ნაკრებ გუნდებში; 1939 წლიდან ბ. პაიჭაძის სურვილითა და უშუალო ინიციატივით გადაიყვანეს თბილისის დინამოში; აქ მან მალევე დაიმკვიდრა ადგილი ძირითად შემადგენლობაში. თამაშობდა მარცხენა გარემარბის პოზიციაზე; 1939 და 1940 წლებში ორგზის იყო საბჭოთა კავშირის საფეხბურთო ჩემპიონატის ვერცხლის მედლის მფლობელ; იმის გამო, რომ მამა ყავდა რეპრესირებული, უკვე პოპულარული და ძალზე პერსპექტიული ახალგაზრდა ფეხბურთელი, მის გამოხსნას ცდილობდა და ამის გამო ხშირად უკმაყოფილებასაც გამოთქვამდა ხელისუფლების მიმართ. ამიტომ 1940 წელს, 22 წლის ასაკში ისიც დააპატიმრეს და სსრკ-ს უკიდურეს ჩრდილო-აღმოსავლეთში, მაგადანის მხარეში გადაასახლეს; 16 წელი გაატარა მან მონურ შრომაში კოლიმაზე, სადაც სხვა კატორღელებთან ერთად ოქროს სარეწებზე ამუშავებდნენ; განთავისუფლდა ე. წ. "ხრუშჩოვის დათბობის" ხანაში 1956 წელს. შინ დაბრუნებული ფეხბურთს აღარასოდეს გაკარებია, არც რეაბილიტაციაზე უბრძოლია ოდესმე; მუშაობდა და ცხოვრობდა რუსთავსა და თბილისში. Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |