შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
შოთა ვაშაყმაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი რუხი, ბაღდადის რაიონი. 1937-1941წწ. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე. 1936 წელს მუშაობა დაიწყო ვარციხის მეურნეობაში. 1941 წლის ივლისში მოხალისედ წავიდა საბჭოთა კავშირის დიდ სამამულო ომში. ბაქოს საზენიტო-საარტილერიო სასწავლებლის კურსების დამთავრების შემდეგ I942 წლიდან ლეიტენანტის წოდებით მონაწილეობდა როსტოვის, დონბასის, დნეპროპეტროვსკის, ჟიტომირის, ბერდიჩევის, ლვოვის, პერემიშლის, კრაკოვის, ბურდესლაუსათვის გამართულ საომარ ოპერაციებში. ომის დამთავრების შემდეგ ხუთი თვე მსახურობდა გერმანიაში დისლოცირებულ საბჭოთა არმიაში. 1945 წელს დაბრუნდა საქართველოში უფროსი ლეიტენანტის წოდებით. 1946 წელს განაახლა სტუდენტობა და 1948 წელს უნივერსიტეტის დამთაერების შემდეგ იგი მუშაობდა სხვადასხეა თანამდებობაზე. ამასთან ერთად ეწეოდა მეცნიერულ მუშაობასაც. 1956 წელს დაიცვა დისერტაცია ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხის მოსაპოეებლად. 1954-1961წწ. მუშაობდა შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ისტორიის ინსტიტუტის სწავლულ მდიენად, შემდეგ კი უფროს მეცნიერ-თანამშრომლად. გამოქვეყნებული აქვს ორი მონოგრაფია რაფიელ ერისთავის ცხოერება-მოღვაწეობის შესახებ, ათზე მეტი ცალკე მეცნიერული ნაშრომი. მონაწილეობა მიიღო აგრეთვე ენციკლოპედიურ და მრავალტომიან გამოცემებში, სადაც გაშუქებულია ქართული ლიტერატურის ისტორიის საკითხები. წყარო: ომგადახდილი მეცნიერები : საგამომცემლო ცნობები. კრებული / შემდგ.: გრიგოლ ბრეგაძე. - თბ., 2000. გვ. 43 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |