Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
შოთა ვაშაყმაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი რუხი, ბაღდადის რაიონი. 1937-1941წწ. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე. 1936 წელს მუშაობა დაიწყო ვარციხის მეურნეობაში. 1941 წლის ივლისში მოხალისედ წავიდა საბჭოთა კავშირის დიდ სამამულო ომში. ბაქოს საზენიტო-საარტილერიო სასწავლებლის კურსების დამთავრების შემდეგ I942 წლიდან ლეიტენანტის წოდებით მონაწილეობდა როსტოვის, დონბასის, დნეპროპეტროვსკის, ჟიტომირის, ბერდიჩევის, ლვოვის, პერემიშლის, კრაკოვის, ბურდესლაუსათვის გამართულ საომარ ოპერაციებში. ომის დამთავრების შემდეგ ხუთი თვე მსახურობდა გერმანიაში დისლოცირებულ საბჭოთა არმიაში. 1945 წელს დაბრუნდა საქართველოში უფროსი ლეიტენანტის წოდებით. 1946 წელს განაახლა სტუდენტობა და 1948 წელს უნივერსიტეტის დამთაერების შემდეგ იგი მუშაობდა სხვადასხეა თანამდებობაზე. ამასთან ერთად ეწეოდა მეცნიერულ მუშაობასაც. 1956 წელს დაიცვა დისერტაცია ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხის მოსაპოეებლად. 1954-1961წწ. მუშაობდა შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ისტორიის ინსტიტუტის სწავლულ მდიენად, შემდეგ კი უფროს მეცნიერ-თანამშრომლად. გამოქვეყნებული აქვს ორი მონოგრაფია რაფიელ ერისთავის ცხოერება-მოღვაწეობის შესახებ, ათზე მეტი ცალკე მეცნიერული ნაშრომი. მონაწილეობა მიიღო აგრეთვე ენციკლოპედიურ და მრავალტომიან გამოცემებში, სადაც გაშუქებულია ქართული ლიტერატურის ისტორიის საკითხები. წყარო: ომგადახდილი მეცნიერები : საგამომცემლო ცნობები. კრებული / შემდგ.: გრიგოლ ბრეგაძე. - თბ., 2000. გვ. 43 Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |