Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გერმანე ზაქარიაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ჭანიეთი, ოზურგეთის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ-ეკონომიკური ფაკულტეტის ფილოსოფიური განყოფილება 1937 წელს. სწავლა განაგრძო ასპირანტურაში. ოზურგეთის პედაგოგიური ტექნიკუმის დამთაერების შემდეგ მუშაობდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შუახევის რაიონის დაწყებითი სკოლის გამგედ და მასწავლებლად. 1941 წელს დაიწყო დიდი სამამულო ომი და მოხალისედ წავიდა მოქმედ არმიაში, იყო ჯერ ოცეულის, შემდეგ ასეულის მეთაური კაპიტნის წოდებით; იბრძოდა სხვადასხვა ფრონტებზე, მონაწილეობდა პრაღის გათავისუფლებასა და ბერლინის აღებაში. 1946 წ. დაუბრუნდა მშვიდობიან შრომას და დაიწყო მუშაობა თბილისის სასელმწიფო უნიეერსიტეტში ისტორიის ფაკულტეტის უფროს მასწაელებლად. 1951 წელს დაიცვა საკანდიდატო, 1980 წელს სადოქტორო დისერტაციები. 1982 წლიდან გარდაცვალებამდე მუშაობდა წამყვან მეცნიერ თანამშრომლად საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტში. გამოაქვეყნა 30-ზე მეტი მეცნიერული შრომა, მათ შორის სამი მონოგრაფია. იყო საქართველოს კპ ცკ-ის და საზოგადოება "ცოდნის" აქტიური ლექტორი. წყარო: ომგადახდილი მეცნიერები : საგამომცემლო ცნობები. კრებული / შემდგ.: გრიგოლ ბრეგაძე. - თბ., 2000. გვ. 44 Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |