შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მიხეილ კალატოზიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი კალაური, გურჯაანის რაიონი. დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი ინჟინერ-მექანიკოსის სპეციალობით 1940 წელს. 1941 წლის ივნისიდან იგი დიდი სამამულო ომის ფრონტზე იყო, მონაწილეობდა უმაღლესი მთავარსარდლის მთავარბანაკის ნაწილების საბრძოლო მოქმედებებში სევასტოპოლთან. მსახურობდა ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის 280-ე ცალკე ავტოსატრანსპორტო ასეულში. ომის დამთავრებამდე იმყოფებოდა მოქმედ არმიაში, შემდეგ კი სპეციალობის მიხედეით განაგრძო მოღვაწეობა. საქმიანობდა სხვადასხვა საპასუხისმგებლო თანამდებობებზე, მათ შორის ბაკურციხის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმის დირექტორად, "საქსოფტექნიკის" დიღმის სარემონტო ქარხნის დირექტორად, საქართველოს ზონალურ მანქანათა საგამოცდო სადგურის დირექტორად. სიცოცხლის ბოლო წლებში მუშაობდა საქართველოს კ. ამირეჯიბის სახელობის სოფლის მეურნეობის მექანიზაციისა და ელექტრიფიკაციის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში უფროს მეცნიერ თანამშრომლად. 1971 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია და მიიღო ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი. გამოაქვეყნა მრავალი სამეცნიერო შრომა და მიიღო აგრეთვე 6 საავტორო მოწმობა. მიღებული აქვს მრავალი ორდენი და მედალი. წყარო: ომგადახდილი მეცნიერები : საგამომცემლო ცნობები. კრებული / შემდგ.: გრიგოლ ბრეგაძე. - თბ., 2000. გვ. 54-55 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |