Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
პეტრე კაჭარავა![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი 1930 წელს. ომის დაწყებისთანავე გაიწვიეს საბჭოთა არმიაში და ომის დამთავრებამდე იმყოფებოდა ბრძოლის წინა პოზიციებზე. იბრძოდა ყირიმში, ჩრდილოეთ კავკასიაში, ბელორუსიაში, დაწინაურდა ასეულის მეთაურის თანამდებობებზე. 1946 წელს დემობილიზაციით დაუბრუნდა პედაგოგიურ-სამეცნიერო მოღვაწეობას. მუშაობა დაიწყო სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის მეხილეობის კათედრაზე დოცენტად და სკრის მეხილეობის საცდელ სადგურში აგროტექნიკის განყოფილების გამგედ. 1948 წელს დაინიშნა სკრის საცდელი სადგურის დირექტორად. 1961 წელს დაიცვა დისერტაცია სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად. 1963 წელს გახდა პროფესორი. თავისი ხანგრძლივი პედაგოგიური და სამეცნიერო მოღვაწეობის პერიოდში აღზარდა მრავალი სპეციალისტი. მისი ხელმძღვანელობით დისერტაცია დაიცვა 15-ზე მეტმა მეცნიერმუშაკმა და ასპირანტმა. იგი ავტორია 80-მდე სამეცნიერო შრომისა, მათ შორის სახელმძღვანელოსი. წყარო: ომგადახდილი მეცნიერები : საგამომცემლო ცნობები. კრებული / შემდგ.: გრიგოლ ბრეგაძე. - თბ., 2000. გვ. 55-56; საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018. -გვ.579 Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |