The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



პეტრე კაჭარავა

Date of birth:6 May, 1908
Date of death:2 June, 1969  (at 61 years)
Category:Scientist, Educator, Military Person

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი 1930 წელს.

ომის დაწყებისთანავე გაიწვიეს საბჭოთა არმიაში და ომის დამთავრებამდე იმყოფებოდა ბრძოლის წინა პოზიციებზე. იბრძოდა ყირიმში, ჩრდილოეთ კავკასიაში, ბელორუსიაში, დაწინაურდა ასეულის მეთაურის თანამდებობებზე. 1946 წელს დემობილიზაციით დაუბრუნდა პედაგოგიურ-სამეცნიერო მოღვაწეობას. მუშაობა დაიწყო სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის მეხილეობის კათედრაზე დოცენტად და სკრის მეხილეობის საცდელ სადგურში აგროტექნიკის განყოფილების გამგედ. 1948 წელს დაინიშნა სკრის საცდელი სადგურის დირექტორად. 1961 წელს დაიცვა დისერტაცია სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად. 1963 წელს გახდა პროფესორი. თავისი ხანგრძლივი პედაგოგიური და სამეცნიერო მოღვაწეობის პერიოდში აღზარდა მრავალი სპეციალისტი. მისი ხელმძღვანელობით დისერტაცია დაიცვა 15-ზე მეტმა მეცნიერმუშაკმა და ასპირანტმა. იგი ავტორია 80-მდე სამეცნიერო შრომისა, მათ შორის სახელმძღვანელოსი. 

წყარო: ომგადახდილი მეცნიერები : საგამომცემლო ცნობები. კრებული / შემდგ.: გრიგოლ ბრეგაძე. - თბ., 2000. გვ. 55-56; საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018. -გვ.579

Awards and Honors

  • მედალი "კენიგსბერგის აღებისთვის"
  • მედალი "გერმანიაზე გამარჯვებისთვის"
  • მედალი "კავკასიის დაცვისთვის"
  • მედალი "საბრძოლო დამსახურებისთვის"
  • წითელი ვარსკვლავის ორდენი
  • საპატიო ნიშნის ორდენი
  • საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე

Bibliography


Share: