შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გრიგოლ კვაშილავა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ნოსირი, სენაკის რაიონი. სწავლობდა საქართველოს პოლიტექნიკევრი ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტზე, საიდანაც როგორც მოხალისე წავიდა სამხედრო სამსახურში. 1941-1945 წლებში იბრძოდა დასავლეთის ფრონტზე, შემდეგ ბელორუსიის მესამე ფრონტზე. იყო ოცეულის და ასეულის მეთაური. უმაღლესი სასწავლებელი დაამთავრა არმიიდან დემობილიზაციის შემდეგ. 1948 წელს დაინიშნა ქ. ფოთის პიდრომელიორაციის ტექნიკუმში პედაგოგად. აქვე დააწინაურეს ჯერ დირექტორის მოადგილედ სასწავლო დარგში, ხოლო შემდეგ დირექტორად. 1966 წელს შეთავსებით მუშაობდა ქ. ფოთში არსებულ საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის საღამოს სწავლების ფაკულტეტის დეკანად; 1967-1973 წლებში არჩეული იყო ქ. ფოთის პარტიის საქალაქო კომიტეტის მეორე მდივნად და 1970-1973 წლებში ფოთის საქალაქო საბჭოს აღმასკომის თაემჯდომარედ. 1973 წლიდან სამუშაოდ გადმოვიდა თბილისში საპროექტო ინსტიტუტ "საქსახწყალპროექტის" მთავარ სპეციალისტად და მალე აგხდა ამავე ინსტიტუტის განყოფილების ხელმძღვანელი. 1982 წლიდან მუშაობდა საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტში დოცენტად. 1982 წლის დეკემბერში აირჩიეს ჰიდრომელიორაციის ფაკულტეტის დეკანად. ამ თანამდებობაზე იმუშავა 1987 წლამდე. შემდეგ ეკავა დოცენტის თანამდებობა. 1990 წლის მარტის თვიდან არჩეულ იყო კათედრის პროფესორად. გამოაქვეყნებული აქვს 61 სამეცნიერო შრომა, რომელთა შორის ორი სასელმძღეაჩელოა, ერთი მონოგრაფია და სხვა. დაჯილდოებულია ორდენებითა აგრეთვე 11 მედლით. წყარო: ომგადახდილი მეცნიერები : საგამომცემლო ცნობები. კრებული / შემდგ.: გრიგოლ ბრეგაძე. - თბ., 2000. გვ. 57-58 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |