Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ივანე კვეკვესკირი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ცხირგალი, გალის რაიონი. დაამთავრა სოხუმის პედაგოგიური ტექნიკუმი 1928 წელს; მოსკოვის მარქსიზმ-ლენინიზმის ინსტიტუტის თბილისის ფილიალი. სწავლის დამთავრების შემდეგ იდეოლოგიუერ მუშაობას ეწეოდა გალისა და გუდაუთის რაიონებში; 1927-1928წწ. მუშაობდა გალის რაიონის ზემო ბარდღებში საშუალო სკოლის დირექტორად; 1931-1938წწ. იყო საქართეელოს კომუნისტური პარტიის გალის რაიკომის კულტურისა და პროპაგანდის განყოფილების გამგე, 1938-1941წწ. საქართველოს კომპარტიის გუდაუთის რაიკომის პირველი მდივანი; 1941 წლის ივნისში, საბჭოთა კავშირის დიდი სამამულო ომის დაწყებისთანავე, დაჯავშნის მიუხედავად, მოხალისედ წავიდა წითელ არმიაში და 1945 წლამდე თავდადებით იბრძოდა ფაშისტების წინააღმდეგ; მან აქტიური მონაწილეობა მიიღო კურსკის, ორიოლის, ჩერნიგოვის, ლუცკის, სანდომირის, ოდესის, ბრესლავის და ბევრი სხვა ქალაქისა და დასახლებული პუნქტის გერმანელი დამპყრობლებისაგან განთავისეფლებაში; 1946 წელს კაპიტნის წოდებით დემობილიზებული დაბრუნდა სამშობლოში და შეუდგა მეცნიერულ-პედაგოგიურ მოღვაწეობას; 1950 წელს ლენინგრადის ჟდანოვის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში წარმატებით დაიცვა დისერტაცია ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად; მიენიჭა დოცენტის წოდება. იგი ათეული წლების მანძილზე ლექციებს კითხულობდა საქართველოს პოლიტექნიკურ და სოხუმის გორკის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტებში, ეწეოდა ნაყოფიერ მეცნიერულ-კვლევით მუშაობას. გამოაქვეყნებული აქვს 70-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი. დაჯილდოეებული იყო ორდენებით და I7 მედლით. წყარო: ომგადახდილი მეცნიერები : საგამომცემლო ცნობები. კრებული / შემდგ.: გრიგოლ ბრეგაძე. - თბ., 2000. გვ. 58-60 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |