Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გიორგი კუჭავა![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტი 1950 წელს; საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ასპირანტურა 1960 წელს. 1940 წელს გაიწვიეს წითელ არმიაში და დიდი სამამულო ომის დაწყებიდან ბრძოლით განვლო ქ. ბრესტის მიდამოებიდან თითქმის მთელი ბელორუსია. ქ. სლუცკის რაიონში ომის დაწყებიდან ორი თვის შემდეგ იგი მძიმედ დაიჭრა, რის გამო რამდენიმე თვე მკურნალობდა ჰოსპიტალში. ომის დამთავრებამდე და შემდეგაც 1946 წლის დეკემბრის შუა რიცხეებამდე მსახურობდა სათადარიგო ნაწილებში და ასწავლიდა ჯარისკაცებს სამხედრო საქმეს. 1950-1953წწ. უმაღლესი სასწავლებლის დამთავრების შემდეგ მუშაობდა "საქსოფლელექტროს" ტრესტში ინჟინრად; 1953-1956წწ. საქართეელოს სოფლის მეურნეობის სამინისტროში სასოფლო-სამეურნეო წარმოებაში ელექტროენერგიის გამოყენების განყოფილების გამგედ. 1961 წლიდან მუშაობდა საქართველოს სოფლის მეურნეობის მექანიზაციისა და ელექტროფიკაციის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუეტში სხვადასხვა თანამდებობებზე. დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია. ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატი. არის ავტორი 40-ზე მეტი შრომისა, რომლებსაც იყენებენ როგორც საქართველოში, ისე მოლდოვეთში, ყირიმში, სომხეთში, აზერბაიჯანსა და დაღესტანში. წყარო: ომგადახდილი მეცნიერები : საგამომცემლო ცნობები. კრებული / შემდგ.: გრიგოლ ბრეგაძე. - თბ., 2000. გვ. 65-66 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |