The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ანრი სამაშვილი

ანრი სამაშვილი
დაბადების თარიღი:28 ივნისი, 1931
გარდაცვ. თარიღი:12 დეკემბერი, 2008  (77 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:საბურთალოს სასაფლაო, თბილისი
კატეგორია:მხატვარი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

1946-1951 წლებში სწავლობდა დაამთავრა თბილისის იაკობ ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელი 1951 წელს; 1951-1957 წლებში თბილისის სამხატვრო აკადემიის დაზგური გრაფიკის ფაკულტეტი 1957 წელს (პედაგოგები იყვნენ: ე. გრიგოლია, ვ. ჯაფარიძე, დ. ქუთათელაძე).

მისი სადიპლომო ნამუშევარია - ლითოგრაფია "ილია ჭავჭავაძე მომრიგებელ მოსამართლედ დუშეთში", ოფორტები და გრაფიკული პეიზაჟები (ხელმძღვანელი - დ. ქუთათელაძე). ძირითადი ნამუშევრებია: ლითოგრაფიების, ოფორტების, ნახატების სერიები; თანამშრომლობდა გამომცემლობებთან: "განათლება", "მერანი", "საბჭოთა საქართველო". გამოფენებში მონაწილეობს 1957 წლიდან, გამოფენები: სამხატვრო გალერეა, წიგნის გრაფიკის, სამრეწველო გრაფიკის (მოსკოვი, რიგა) მუზეუმები. მისი ნამუშევრები დაცულია ქართული ლიტერატურისა და დუშეთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმებში; ქართული ლიმონათების ეტიკეტების შექმნისთვის მიღებული აქვს II პრემია, ქიმიის სახელმძღვანელოს გაფორმებისათვის I პრემია, საკავშირო მასშტაბით ჩატარებულ კონკურსში - ქართული ჩაის, სიგარეტ "კოლხეთის", ღვინის - "ქინძმარაული" ეტიკეტებისა და კოლოფების გაფორმებისათვის II პრემია. საკავშირო კონკურსების, მოსკოვისა და რიგის გამოფენა - სიმპოზიუმების მონაწილე.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ ხელოვნებაში.- თბ., 2000.- 397გვ.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მხატვართა კავშირი, წევრი (1968-)

გააზიარე: