The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დავით ლაშქარაძე

დავით ლაშქარაძე
დაბადების თარიღი:15 ივნისი, 1917
გარდაცვ. თარიღი:2001  (83 წლის ასაკში)
კატეგორია:მეცნიერი, პედაგოგი, ფილოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა თბილისის პირველი საცდელ-საჩვენებელი პედაგოგიური ტექნიკუმი 1934 წელს; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის სპეციალობით 1939 წელს; ასპირანტურა 1941 წელს.

საბჭოთა კავშირის დიდი სამამულო ომის დაწყებიდანვე მონაწილეობდა მოსკოვის პირველი სახალხო ლაშქრის ბრძოლებში დასავლეთის ფრონტებზე; 1943 წელს დაჭრილი დაბრუნდა საქართველოში და შეუდგა სამეცნიერო-პედაგოგიურ მეშაობას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიაში; 1949 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია; 1978 წელს სადოქტორო, გახდა პროფესორი. აღზარდა რამდენიმე მეცნიერ-პედაგოგი; 1995 წლამდე მან გამოაქვეყნა ასზე მეტი მეცნიერული შრომა, უაღრესად მნიშვნელოვან პრობლემებზე, მათ შორის 8 მონოგრაფია: "ფრიდრიხ შილერი", "ჰაინრიხ ჰაინე", "გოეთე ქართულ ლიტერატურაში", "გერმანული კლასიკური ლიტერატურა ილია ჭაეჭავაძის შემოქმედებაში", "ნარკეევები ლიტერატურულ მერიდიანებზე" და სხვა. ამავე დროს ეწეოდა დიდ სარედაქციო ხასიათის მოღვაწეობას; ვრცელი მეცნიერული შესავლით და ღრმაშინაარსიანი შენიშვნებით აქვეყნებდა გამოჩენილი უცხოელი მწერლების ნაწარმოებებს, მათ შორის აღსანიშნავია ფრიდრიხ შილერის თხზულებათა სამტომეული, ჰაინრიხ ჰაინეს, ჰენრიხ იბსენის ცალკე ტომეულები, გოეთეს "ფაუსტის" ორივე ნაწილი გერმანისტ ოთარ ჯინორიასთან ერთად. აღსანიშნავია აგრეთვე დ. ლაშქარაძის ხელმძღვანელობით გამოცემული კ. მარქსის და ფრ. ენგელსის თხზულებათა გამოცემები ქართულ ენაზე. 

წყარო: ომგადახდილი მეცნიერები : საგამომცემლო ცნობები. კრებული / შემდგ.: გრიგოლ ბრეგაძე. - თბ., 2000. გვ. 66-67; საზოგადოებრივი არქივი: archive.ge1967 წლის 19 მარტი საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს არჩევნების დღეა. ყველანი არჩევნებზე! : ხმა მიეცით დეპუტატობის კანდიდატს დავით ბესარიონის ძე ლაშქარაძეს : პლაკატი. - თბ., 1967. - 1გვ.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • გოეთეს საერთაშორისო საზოგადოება, საქართველოს განყოფილების პრეზიდენტი
  • საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტი, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • მედალი "გერმანიაზე გამარჯვებისთვის"
  • მედალი "მოსკოვის დაცვისთვის"
  • საპატიო ნიშნის ორდენი
  • წითელი ვარსკვლავის ორდენი
  • სამამულო ომის I ხარისხის ორდენი
  • საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: