Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
დავით ლაშქარაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა თბილისის პირველი საცდელ-საჩვენებელი პედაგოგიური ტექნიკუმი 1934 წელს; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის სპეციალობით 1939 წელს; ასპირანტურა 1941 წელს. საბჭოთა კავშირის დიდი სამამულო ომის დაწყებიდანვე მონაწილეობდა მოსკოვის პირველი სახალხო ლაშქრის ბრძოლებში დასავლეთის ფრონტებზე; 1943 წელს დაჭრილი დაბრუნდა საქართველოში და შეუდგა სამეცნიერო-პედაგოგიურ მეშაობას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიაში; 1949 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია; 1978 წელს სადოქტორო, გახდა პროფესორი. აღზარდა რამდენიმე მეცნიერ-პედაგოგი; 1995 წლამდე მან გამოაქვეყნა ასზე მეტი მეცნიერული შრომა, უაღრესად მნიშვნელოვან პრობლემებზე, მათ შორის 8 მონოგრაფია: "ფრიდრიხ შილერი", "ჰაინრიხ ჰაინე", "გოეთე ქართულ ლიტერატურაში", "გერმანული კლასიკური ლიტერატურა ილია ჭაეჭავაძის შემოქმედებაში", "ნარკეევები ლიტერატურულ მერიდიანებზე" და სხვა. ამავე დროს ეწეოდა დიდ სარედაქციო ხასიათის მოღვაწეობას; ვრცელი მეცნიერული შესავლით და ღრმაშინაარსიანი შენიშვნებით აქვეყნებდა გამოჩენილი უცხოელი მწერლების ნაწარმოებებს, მათ შორის აღსანიშნავია ფრიდრიხ შილერის თხზულებათა სამტომეული, ჰაინრიხ ჰაინეს, ჰენრიხ იბსენის ცალკე ტომეულები, გოეთეს "ფაუსტის" ორივე ნაწილი გერმანისტ ოთარ ჯინორიასთან ერთად. აღსანიშნავია აგრეთვე დ. ლაშქარაძის ხელმძღვანელობით გამოცემული კ. მარქსის და ფრ. ენგელსის თხზულებათა გამოცემები ქართულ ენაზე. წყარო: ომგადახდილი მეცნიერები : საგამომცემლო ცნობები. კრებული / შემდგ.: გრიგოლ ბრეგაძე. - თბ., 2000. გვ. 66-67; საზოგადოებრივი არქივი: archive.ge; 1967 წლის 19 მარტი საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს არჩევნების დღეა. ყველანი არჩევნებზე! : ხმა მიეცით დეპუტატობის კანდიდატს დავით ბესარიონის ძე ლაშქარაძეს : პლაკატი. - თბ., 1967. - 1გვ. Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |