The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ივანე ხაბულიანი

ივანე ხაბულიანი
დაბადების თარიღი:15 ნოემბერი, 1922
გარდაცვ. თარიღი:აგვისტო, 2008  (85 წლის ასაკში)
კატეგორია:ისტორიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი მუწდისი, ლენტეხის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ისტორიის ფაკულტეტი; პარტიული სკოლა 1950 წელს.

1940 წლიდან მუშაობდა ლენტეხის რაიონის სხვადასხვა ორგანიზაციებში; ლენტეხის სამხედრო განყოფილებაში; ლენტეხის პარტიის რაიკომში განყოფილების გამგედ; 1950 წელს დანიშნეს ლენტეხის რაისაბჭოს აღმასკომის თავმჯდომარის მოადგილედ; 1955-1971წწ. მუშაობდა ლენტეხის რაიკომის პირველ მდივნად; 1972 წელს დაინიშნა საქართველოს შრომის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ; 19883 წლიდან მუშაობდა სახაზინო საწარმო "საქმშენორგმეტექსის" დირექტორის მოადგილედ. სხვადასხვა დროს არჩეული იყო საქართველოს უმაღლესი საბჭოს დეპუტატად. პარტიული და სახელმწიფო მოღვაწე.

წყარო: სვანეთი და სვანები / ირაკლი დვალი, გივი ქურდიანი.-თბ., 2014.-გვ.460

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • შრომის წითელი დროშის ორდენი
    ხანგრძლივი და ნაყოფიერი მუშაობისათვის

გააზიარე: