The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გიორგი ლომინაძე

გიორგი ლომინაძე
Date of birth:1902
Date of death:1975  (at 73 years)
Category:Scientist, Educator, Agricultural Worker

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ცრემლისხიდი, ოზურგეთის რაიონი.

დაამთავრა ოზურგეთის ჰუმანიტარული ტექნიკუმი 1924 წელს; საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის სუბტროპიკული კულტურების ფაკულტეტი და მიიღო აგრონომ-ტექნოლოგის კვალიფიკაცია ჩაის მეურნეობის დარგში 1935 წელს.

მასწავლებლობდა ჩოხატაურისა და ოზურგეთის რაიონების სკოლებში. მუშაობდა ნატანების ჩაის ფაბრიკის დირექტორად. 1936 წელს გადმოიყვანეს ანასეულის ჩაის ფაბრიკის დირექტორად და მიანიჭეს უფროსი მეცნიერი თანამშრომლის წოდება. საბჭოთა კავშირის დიდი სამამულო ომის დაწყებისთანავე ჩადგა სამშობლოს დამცველთა რიგებში. იბრძოდა ალყაშემორტყმულ სევასტოპოლში, ფეოდოსიაში, ქერჩში, "მცირე მიწაზე". ნოვოროსიისკის გააფთრებულ ბრძოლაში მძიმედ დაიჭრა, დაკარგა ცალი თვალი. 1943 წლის ივნისში ინვალიდად დაუბრუნდა ნატანების ჩაის ფაბრიკას და შეუდგა მშვიდობიან შრომას. მისი თანაავტორობით შეიქმნა და წარმოებაში დაინერგა მწვანე ბაიხის ჩაის საფიქსაციო აგრეგატი, როლერების ბაზაზე შავი და მწვანე ჩაის წარმოებაში გრეხვა, შეიქმნა ჩაის ნახევარფაბრიკატის ხუთსართულიანი, კომბინირებული დამხარისხებელი მანქანა დატვიფრული ბადეების გამოყენებით. მასვე ეკუთვნის იდეა ჩაის მწვანე ფოთლის უტაროდ გადაზიდვის ორგანიზაციისა. იგი ავტორია მრავალი რაციონალიზატორული წინადადებისა. დაჯილდოებულია ორდენებითა და მედლებით.

წყარო: ომგადახდილი მეცნიერები : საგამომცემლო ცნობები. კრებული / შემდგ.: გრიგოლ ბრეგაძე. - თბ., 2000. გვ. 67-68

Awards and Honors

  • წითელი ვარსკვლავის ორდენი
  • სამამულო ომის I ხარისხის ორდენი

Share: