Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გიორგი მამაცაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ახალქალაქი, კასპის რაიონი. დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის მექანიზაციის ფაკულტეტი ინჟინერ-მექანიზატორის სპეციალობით 1939 წელს. უმაღლესი სასწავლებლის დამთავრების შემდეგ მუშაობდა თბილისის ავტოსარემონტო ქარხნის ტექნიკურ განყოფილებაში კონტროლიორად. 1940 წლის 5 აპრილს გაიწვიეს არმიაში როგორც კადრის ოფიცერი. იყო ჯერ ავტოსატრანსპორტო ოცეულის მეთაური, შემდეგ ავტოასეულის მეთაურის მოადგილე, ავტოასეულის მეთაური. საბჭოთა კავშირის დიდი სამამულო ომის პერიოდში იბრძოდა გერმანელ ფაშისტ დამპყრობთა წინააღმდეგ კავკასიის, უკრაინისა და ბელორუსიის ფრონტებზე. 1948 წელს არმიიდან კაპიტნის წოდებით დემობილიზებულმა მუშაობა დაიწყო სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში, ჯერ უფროსი ლაბორანტის, შემდეგ კი ასისტენტისა და უფროსი მასწავლებლის თანამდებობებაზე. 1961 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად. გამოქვეყნებული აქვს 30 სამეცნიერო შრომა. წყარო: ომგადახდილი მეცნიერები : საგამომცემლო ცნობები. კრებული / შემდგ.: გრიგოლ ბრეგაძე. - თბ., 2000. გვ. 70-71 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |