შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ერაჯი ხაბულიანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი მუწდისი, ლენტეხის რაიონი. დაამთავრა ლენტეხის რაიონის საშუალო სკოლა; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, რუსული ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტი. საშუალო განათლების შემდეგ, როგორც წარჩინებულ მოსწავლეს, წერა-კითხვის უცოდინარობის სალიკვიდაციო სკოლის პედაგოგობა მიანიჭეს, შემდეგ სკოლაში მასწავლებლად გადაიყვანეს. 1942 წლის დასაწყისში იბრძოდა ვილხოვის ფრონტზე და იყო 265-ე მსროლელი დივიზიის მემიზნე; შემდეგ მონაწილეობდა ლენინგრადის, ბელორუსიის, ბალტიისპირეთის და კენისბერგის განთავისუფლებისათვის წარმოებულ ბრძოლაში. 1946 წელს დაბრუნდა თავის მშობლიურ ლენტეხის რაიონში და დაინიშნა რაიონის განათლების განყოფილების გამგედ. სხვადასხვა დროს მუშაობდა სკოლის დირექტორად. წყარო: სვანეთი და სვანები / ირაკლი დვალი, გივი ქურდიანი.-თბ., 2014.-გვ.461 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |