The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ელისაბედ ლორთქიფანიძე

ელისაბედ ლორთქიფანიძე
დაბადების თარიღი:1816
გარდაცვ. თარიღი:1878  (62 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:მწვანეყვავილას პანთეონი, ქუთაისი
კატეგორია:ჰუმანიტარი

ბიოგრაფია

ელისაბედ ლორთქიფანიძე იყო გამოჩენილი ქართველი საზოგადო მოღვაწის ნიკო ნიკოლაძის დედა, მან შვიდი შვილი აღუზარდა საქართველოს - ნატალია, ნიკო, ანასტასია, ვლადიმერი, ოლიმპიადა, ეკატერინე, გიორგი, ეფროსინე, კონსტანტინე ნიკოლაძეები. იგი ცოლად გაჰყვა იაკობ ნიკოლაძეს. ელისაბედ ლორთქიფანიძე განათლებული ქალი ყოფილა, რომელსაც ზეპირად სცოდნია "ვეფხისტყაოსანი" და სხვა ქართული ნაწარმოებები. ელისაბედს ჩვეულებად ჰქონია სადილის შემდეგ, ორი საათი ეკითხა "ვეფხისტყაოსანი" და ამ გზით შვილებსაც ათვითცნობიერებდა. ნიკო ნიკოლაძე იხსენებდა: "დედაჩემი მშვენიერი მწიგნობარი იყო, მთელი "ვეფხისტყაოსანი" ზეპირად იცოდა, ბევრი სხვა ნაბეჭდს და ხელნაწერ ქართულ წიგნებს მუდამდღე უკითხავდა მამაჩემს, ჩვენ ბავშობიდანვე გვიყვარდა ყურის გდება. ეს კითხვა უკეთესი გართობა იყო ჩვენს სახლში".

წყარო: უცნობი ქუთაისი: facebook.com; მწვანეყვავილა: mwvanekvavila.blogspot.com


გააზიარე: