შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
იროდიონ მაჩაიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ჭიშრე, ონის რაიონი. სწავლობდა ქუთაისის რეალურ სასწავლებელში; დაამთავრა ქუთაისის ინდუსტრიული ტექნიკუმი 1936 წელს; ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორიის ფაკულტეტი 1941 წელს. მუშაობდა აბრეშუმის ძაფსაღებ ფაბრიკაში. 1941 წლის დეკემბერში მოხალისედ წავიდა საბჭოთა კავშირის დიდი სამამულო ომის ფრონტზე. დაამთავრა ბაქოს სამხედრო საზენიტო არტილერიის სასწავლებელი, მიიღო ლეიტენანტის წოდება და დაინიშნა მსროლელი ოცეულის მეთაურად. 1942 წლის მარტში ის მძიმედ დაჭრეს. გამოჯანმრთელების შემდეგ იგი გაანაწილეს ზურგში სამუშაოდ. 1942 წლის ივლისში გაიგზავნა ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის არტილერიის კადრების განყოფილების განკარგულებაში, მსახურობდა თავის სამხედრო სპეციალობით ყაზანში, ქუთაისსა და მანგლისში, 296-ე დივიზიაში ტანკსაწინააღმდეგო ბატარეის მეთაურად. მას მიანიჭეს კაპიტნის სამხედრო წოდება. სამამულო ომის დამთავრების შემდეგ მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია. 1976-1987წწ. იყო თბილისის სამედიცინო ინსტიტუტში ისტორიის კათედრის გამგე. 1981 წელს დაიცვა დისერტაცია ისტორიის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხის მოსაპოვებლად და ერთი წლის შემდეგ მიიღო პროფესორის წოდება. მას გამოქვეყნებული აქვს 70-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრიმი, მათ შორის 4 მონოგრაფია. მისი ნაშრომები ძირითადად ეხება რუსეთში, ამიერკავკასიასა და საქართველოში XX საუკუნეში მოქმედი პოლიტიკური პარტიების მოღვაწეობის ისტორიას. იყო სამედიცინო უნივერსიტეტის ომისა და შრომის ვეტერანთა საბჭოს თავმჯდომარე, საზოგადოებრივ მეცნიერებათა კათედრების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე და სხვა სამეცნიერო საბჭოს წევრი. დაჯილდოებულია ორდენითა და მრავალი მედლით. წყარო: ომგადახდილი მეცნიერები : საგამომცემლო ცნობები. კრებული / შემდგ.: გრიგოლ ბრეგაძე. - თბ., 2000. გვ. 71-72 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |