The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვარდენ მაჭავარიანი

ვარდენ მაჭავარიანი
დაბადების თარიღი:24 მაისი, 1923
გარდაცვ. თარიღი:1964  (40 წლის ასაკში)
კატეგორია:მეცნიერი, სამხედრო პირი, სოფლის მეურნეობის სპეციალისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ჭორვილა, საჩხერის რაიონი.

1941 წლის 1 ოქტომბრიდან გაიწვიეს მოქმედი არმიის რიგებში; 1942 წლის აგვისტომდე იყო მე-5 საჰაერო სადესანტო ბრიგადაში, მიიღო ლეიტენანტის წოდება; 1942-I946წწ. იბრძოდა შორეული მოქმედების ავიაციის 229-ე გვარდიის, წითელი დროშის ორდენოსანი როსლავის საავიაციო პოლკის საშუალო სამძლავრის რადიოსადგურის უფროსის თანამდებობაზე. დემობილიზაციის შემდეგ დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია და მიიღო სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი. დიდხანს მოღვაწეობდა საქართველოს ნიადაგმცოდნეობის, აგროქიმიისა და მელიორაციის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში, ჯერ მეცნიერ მუშაკად, შემდეგ განყოფილების გამგედ. 1991 წლიდან იყო დირექტორის მოადგილე სამეცნიერო ნაწილში. არის მრავალი სამეცნიერო შრომის ავტორი.

წყარო: ომგადახდილი მეცნიერები : საგამომცემლო ცნობები. კრებული / შემდგ.: გრიგოლ ბრეგაძე. - თბ., 2000. გვ. 72-73

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • მედალი "საბრძოლო დამსახურებისთვის"
  • მედალი "გერმანიაზე გამარჯვებისთვის"
  • მედალი "შრომის ვეტერანი"
  • საპატიო ნიშნის ორდენი
  • სამამულო ომის II სარისხის ორდენი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: