Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
დავით მაჭარაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი კორბოული, საჩხერის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1951 წელს; სწავლა განაგრძო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფიზიოლოგიის ინსტიტუტის ასპირანტურაში. 1939 წლის ოქტომბერში გაიწვიეს საბჭოთა შეიარაღებულ ძალებში; 1939- I941წწ. იყო 712-ე მსროლელი პოლკის ჯარისკაცი, მონაწილეობდა საბჭოთა კავშირ-ფინეთის ომში და ბესარაბიის განთავისუფლებაში; დიდი სამამულო ომის დაწყებიდანვე ჩაება ფაშისტ დამპყრობთა წინააღმდეგ ბრძოლებში და სამჯერ დაიჭრა. ომში იგი დაინვალიდდა; 1946 წლის მარტში ლეიტენანტის წოდებით დემობილიზებული იქნა. 1955 წლიდან მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო ფიზიკური კულტურის ინსტიტუტის ფიზიოლოგიის კათედრაზე უფროს მასწავლებლად, შემდეგ დოცენტისა და პროფესორის თანამდებობებზე. 50 სამეცნიერო ნაშრომისა და სამი სახელმძღვანელოს ავტორია; 1967 წელს მივლინებული იყო კუბის რესპუბლიკაში, სადაც რამდენიმე თვე მუშაობდა ფიზიკური აღზრდის უმალლესი სკოლის პედაგოგად და სტუდენტებს უკითხავდა ლექციებს სპორტის ფიზიოლოგიაში. მოამზადა კადრები ფიზიოლოგიის კათედრაზე სამუშაოდ. მისი ხელმძღვანელობით კუბელმა ახალგაზრდებმა მოამზადეს სპეციალური შრომები და დამხმარე სახელმძღვანელო. წყარო: ომგადახდილი მეცნიერები : საგამომცემლო ცნობები. კრებული / შემდგ.: გრიგოლ ბრეგაძე. - თბ., 2000. გვ. 73-74 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |