The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გაბრიელ ხერგიანი

გაბრიელ ხერგიანი
Date of birth:1901
Date of death:1947  (at 46 years)
Burial location:საგვარეულო სასაფლაო იოანე ნათლისმცემლის ეკლესიის ეზო, დაბა მესტია
Category:Athlete

Biography

დაბადების ადგილი: დაბა მესტია.

1937 წელს მისი თაოსნობით განხორციელდა უშბის სამხრეთ მწერვალზე ასვლა; 1937-1938წწ. თავის თანაგუნდელებთან ერთად განახორციელა ტრავერსი მწვერვალ თეთნულდიდან წურუნგილამდე; 1940 წელს 20-ზე მეტი მწვერვალი დალაშქრეს თეთნულდიდან შხარის თავამდე. დიდი სამამულო ომის წლებში, მონაწილეობდა სპეციალური დანიშნულების რაზმში, რომლებმაც 1943 წელს ჩამოხსნეს მწვერვალ იალბუზიდან გერმანული ფაშისტების დროშა; მისი ხელმძღვანელობით 1945 წელს განხორციელდა გულის დაკიდული მყინვარით ჩრდილოეთ უშბაზე მეხუთე "ბ" კატეგორიის მწვერვალის დაპყრობა; 1947 წელს ცენტრალურ კავკასიონზე დაიპყრეს მეხუთე "ბ" კატეგორიის მწვერვალები. სხვადასხვა დროს დაჯილდოვებული იყო მედლითა და სიგელებით. სვანეთში მთამსვლელობისა და სათხილამურო სპორტის ერთ-ერთი დამფუძნებელი.

წყარო: სვანეთი და სვანები / ირაკლი დვალი, გივი ქურდიანი.-თბ., 2014.-გვ.471; საინფორმაციო სააგენტო პატრიოტი: patrioti-tv.ge


Share: