შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მიშა ხერგიანი (უმცროსი)![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: მესტიის რაიონი. მისი სპორტული კარიერა დაიწყო ყაბარდო-ბალყარეთში. 1949 წელს სხვადასხვა მწვერვალებზე ათჯერ განახორციელა ასვლები; 1955 წელს მონაწილეობა მიიღო მეოთხე კატეგორიის მწვერვალის ადირსე-ბაშის ტრავერსში გრინოვსკის გზით; იმავე წელს ავიდა იმავე მწვერვალზე გოლუბოვის გზით; ასევე დალაშქრა "ა" კატეგორიის სამი მწვერვალი; 1956-1958წწ. გაიარა სტაჟირება ალპინისტურ ბანაკ "მეტალურგ"-ში და მიანიჭეს ფრიადოსანი ინსტრუქტორის წოდება; 1957 წელს დაიპყრო "სულიკალი" და მწვერვალი "ულუტაუ-ჩანი"; ხელმძღვანელობდა მეხუთე "ა" კატეგორიის მწვერვალ "დიხტაუზე" მონაწილეთა ასვლას; 1958 წლის მარტში დაიპყრო მეოთხე "ა" კატეგორიის მწვერვალი "სურიკ-ზამი"; 1956-1961წწ. მუშაობდა ინსტრუქტორად ალპინისტურ ბანაკებში; იყო სამთო-მოთხილამურეთა გადასვლების და შეკრებების ხელმძღვანელი; სამაშველო სამსახურის უფროსი სპორტსაზოგადოება "სპარტაკში"; აქტიურად მონაწილეობდა სამაშველო ღონისძიებებში. მიღებული აქვს საქართველოს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელით, ბრინჯაოს, ოქროს მედლები, პირველი ხარისხის დიპლომი. მთამსვლელი. წყარო: სვანეთი და სვანები / ირაკლი დვალი, გივი ქურდიანი.-თბ., 2014.-გვ.472 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |