The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ელენე ასლამაზიშვილი

ელენე ასლამაზიშვილი
Date of birth:1 January, 1927  (98 years)
Category:Actor/Actress

Biography

დაბადების ადგილი: ქ. დუშეთი.

იყო შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტის სტუდენტი.

1951 წლიდან ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრის მსახიობია, 1953 წლიდან კოტე მარჯანიშვილის თეარტში მოღვაწეობს, 1957 წლიდან - კინოსტუდია "ქართულ ფილმსა" და ფილარმონიაშია. 1962 წლიდან სანკულტურის თეატრშია, ხოლო 1966 წლიდან თბილისის მოზარდ მაყურებელთა ქართულ თეატრში მოღვაწეობს. სხვადასხვა თეატრებში მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: ქუთაისის თეატრში - ქსენია (ბ. ლავრენიოვის "რღვევა"), მალანია (მ. გორკის "მზის შვილები"), თათელა (გ. ერისთავის "გაყრა"), ელისაბედი (შ. დადიანის "ჩატეხილი ხიდი"), ნასტია (ს. ალიოშინის "დირექტორი"), მარჯანიშვილის თეატრში - თალიკო (გ. ქელბაქიანის "ახალგაზრდა მასწავლებელი"), მკითხავი (ი. ჭავჭავაძის "კაცია ადამიანი?!"), მისის პირსი (ბ. შოუს "პიგმალიოანი"), პოლია (ვ. მინკოს "გვარს არ ვასახელებთ"), ნელი (რ. თაბუკაშვილის "რაიკომის მდივანი"), ბულბული, გამზრდელი (ნ. ჰიქმეთის "ლეგენდა სიყვარულზე"), სანკულტურის თეატრში - კატერინა (ა. ფრანსის "მუნჯი ცოლი"), დედა (მამულაშვილის "თორტიზელის ქალიშვილი"), მოზარდ მაყურებელთა თეატრში - მართა (გ. ნახუცრიშვილის "ნაცარქექია"), ბებია (ე. შვარცის "წითელქუდა"), უხოვა (ვოლოდინის "უფროსი და"), პრასკოვია (ვ. დარასელის "კიკვიძე"), ჯავარა (ვაჟა-ფშაველას "მოკვეთილი"), დარდალა (ქ. ქუჩუკიშვილის "გოგო ხოხესია"), კაროლინა (მაღალაშვილის "გოგო და ბიჭი"), ჭინა (ჭილაშვილის "აცაბაცა") და სხვა. იმიტაციის შესანიშნავი ოსტატი აქტიურად მოღვაწეობდა საკონცერტო და საიუბილეო ღონისძიებებში.

წყარო: 2007 წლის საიუბილეო თარიღები: (თეატრი, მუსიკა, კინო, ქორეოგრაფია),- თბ.,2007.- გვ.3

Awards and Honors

  • 1956 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

Share: