The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვარლამ ჩიხლაძე

ვარლამ ჩიხლაძე
დაბადების თარიღი:1871  (154 წლის)
გარდაცვ. თარიღი:19??
კატეგორია:პოეტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ზესტაფონის რაიონი.

სწავლობდა წინამძღვრიანთკარის (საგურამო) სამეურნეო სასწავლებელში.

პირველი ლექსი დაწერა 1890 წელს. მუშაობდა სხვადასხვა სახალხო დაწესებულებებში (სახალხო ბანკი და სხვა). საქართველოს გასაბჭოების შემდეგ აირჩიეს რევ-კომის თავმჯდომარედ. წერდა და აქვეყნებდა ლექსებს. 1916 წელს ჟურნალ "კოოპერაცია"-ს N3-ში გამოქვეყნდა მისი ლექსი "კოოპერაციის მნიშვნელობა". ითვლებოდა ადგილობრივი კედლის გაზეთის, რაიონული გაზეთის და ჟურნალ "ნიანგის" კორესპონდენტად. შრომობდა კოლმეურნეობაში.

წყარო: მწერალთა ავტობიოგრაფიები. წ. 1/გიორგი ლეონიძის სახ. ქართ. ლიტ. მუზეუმი. -თბ., 2013. -გვ.211-212


გააზიარე: