შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ალექსანდრა იშხნელი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დები იშხნელების კვარტეტი ოფიციალურად ჩამოყალიბდა 1941 წელს. იმავე წელს საქართველოს ფილარმონიამ ანსამბლი კონცერტებში მონაწილეობისათვის მიიწვია. დიდია ალექსანდრა იშხნელის როლი ქართული სამხმიანი ქალაქური სასიმღერო ფოლკლორის დახვეწის, რეპერტუარის გამდიდრებისა და პროპაგანდის საქმეში. მეორე მსოფლიო ომის წლებში იშხნელების კვარტეტი სამხედრო ნაწილებში მართავდა კონცერტებს. 1955 წელს, ალექსადრა იშხნელი (გარდაცვალების გამო), შეცვლა დამ, მარიამ იშხნელმა. კვარტეტმა იარსება 1967 წლამდე. იმ ქუჩას ქუთაისში, სადაც მათი სახლი დგას და სადაც ისინი გაიზარდნენ, 2006 წლიდან "დები იშხნელების" ქუჩა ჰქვია, ასევე 2006 წელს ქალაქის ცენტრალურ ბულვარში დაიდგა მათი ქანდაკება, სადაც მომღერალი გოგონები არიან გამოქანდაკებულნი ხალხური საკრავებით ხელში. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის ფონოგანყოფილებაში დაცულია დები იშხნელების ვოკალური კვარტეტის სიმღერების ფონოჩანაწერები. ეროვნულ არქივის კოლექცია მოიცავს დები იშხნელების თითქმის მთელ რეპერტუარს - "სულიკო", "ტურფავ, ტურფავ", "მხოლოდ შენ ერთს", "ჩემო ციცინათელა", "ყოველ სნეულებაზე" და სხვ. ჩანაწერები წარმოდგენილია გრამფირფიტების (1950-1979 წლები), ასევე, მაგნიტური ფირის სახით. ფონოჩანაწერების გარდა, ეროვნული არქივში კინოფოტოფონოდოკუმენტების არქივში ინახება კინოდოკუმენტები: კინოჟურნალი "საბჭოთა საქართველო" (1949 წელი); 1950 და 1964 წლებში გადაღებული კინოსიუჟეტები; 6-ნაწილი ფილმ-კონცერტი "სულიკო" (1984 წელი). ქართული ქალაქური ფოლკლორის (ფოლკის) სიმღერების შემსრულებელი, ვოკალური კვარტეტის წევრი. წყარო: ნუმც მოიშლება ხსენება მათი... : კრებული / გელა ქოქიაშვილი.-თბ.,2019.-345-351; ჟურნალი Copyright-ი : პირველი ჟურნალი საავტორო უფლებების დაცვის სფეროში: gca.ge (გვ. 26-37); ა. ერქომაიშვილის სახელობის საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი : folk.gov.ge ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |