The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გივი მოდებაძე

გივი მოდებაძე
დაბადების თარიღი:4 იანვარი, 1927  (98 წლის)
კატეგორია:მსახიობი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი საკურწე, ჭიათურის რაიონი.

1944 წელს სკოლის დამთავრების შემდეგ მუშაობა დაიწყო ჭიათურის თეატრში - მსახიობად. მას შესრულებული აქვს 200-ზე მეტი როლი. მათ შორის აღსანიშნავია: გოგია (ე. ნინოშვილის "ქრისტინე"), არჩილი (მ. ჯაფარიძის "ჟამთაბერის ასული"), მათია (ალ. ყაზბეგის "ხევისბერი გოჩა"), დათიკო (ნ. დუმბაძისა და გ. ლორთქიფანიძის "მე ვხედავ მზეს"), რალფი (ა. პარნასის "აფროდიტეს კუნძული"), ნეზნამოვი (ა. ოსტროვსკის "უდანაშაულო დამნაშავენი"), დავით ბრეგაძე (დ. კლდიაშვილის "სამანიშვილის დედინაცვალი"), რაიკომის მდივანი (ა. ჩხაიძის "როცა ქალაქს ძინავს"), აპრაკუნე (ი. ვაკელის "აპრაკუნე ჭიმჭიმელი"), მიტუა (ო. იოსელიანის "ექვსი შინაბერა და ერთი მამაკაცი") და სხვა. გ. მოდებაძეს კინოფილმებში შესრულებული აქვს შემდეგი როლები: სირბილაძე ("შერეკილები"), დათა ბრეგაძე ("სამანიშვილის დედინაცვალი"), ნიორაძე ("ქორწინება იმერულად"); ავტორია ჭიათურის თეატრში დადგმული პიესებისა: "მეგობრის ნაამბობი" (1968) და "ცარცის გორა" (1981).

წყარო: 2007 წლის საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო, ქორეოგრაფია.- თბ., 2007.- გვ.4; ეროვნული ფილმოგრაფია : geocinema.geახალი შემოქმედებითი სულისკვეთებით : ჭიათურის თეატრის მსახიობის გივი მოდებაძის მოღვაწეობა / თემურ შიმშილაშვილი // თეატრალური მოამბე. - თბილისი,1987.- N6.- გვ.66-67

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1997 - ღირსების ორდენი
  • 1961 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

გააზიარე: