The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



კალისტრატე მესხი

დაბადების თარიღი:1905
გარდაცვ. თარიღი:1988  (83 წლის ასაკში)
კატეგორია:მეცნიერი, სოფლის მეურნეობის სპეციალისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქარველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი.

მუშაობდა თბილისის ტროლეიბუსების სამმართველოში მთავარ ენერგეტიკოსად. საბჭოთა კავშირის დიდი სამამულო ომის დროს მსახურობდა საავიაციო ნაწილში. აქტიურად მონაწილეობდა ფაშიზმის წინააღმდეგ ბრძოლებში კავკასიის ფრონტზე და ევროპის მთელი რიგი ქვეყნების განთავისუფლებისათვის. მეორე მსოფლიო ომის დამთაერების შემდეგ მუშაობდა "ვიესხის" თბილისის ფილიალში და საქართველოს სოფლის მეურნეობის მექანიზაციისა და ელექტროფიკაციის სამეცნიერო-კელევით ინსტიტუტში ჯერ ლაბორატორიის ხელმძღვანელად, შემდეგ კი უფროს მეცნიერ-თანამშრომლად. მისი მეცნიერული მუშაობა ძირითადად შემოისაზღვრებოდა ცხვრის საკრეჭი ელეტრიფიცირებული ხელის აპარატისა და სხვა ორიგინალური ხელსაწყოების შექმნით. ეს ნამუშევრები ფართო მასშტაბით დაინერგა საქართველოს მეცხვარეობის სისტემაში. გამოაქვეყნებული აქვს 90 ნაშრომი და მიღებული აქვს საავტორო მოწმობა. მიღებული აქვს ორდენები და 8 მედალი. ტექნიკის მეცნიერების კანდიდატი, უფროსი მეცნიერ მუშაკი.

წყარო: ომგადახდილი მეცნიერები : საგამომცემლო ცნობები. კრებული / შემდგ.: გრიგოლ ბრეგაძე. - თბ., 2000. გვ. 82-83

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • სამამულო ომის II ხარისხის ორდენი
  • წითელი ვარსკვლავის ორდენი (2 ორდენი)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: