The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ალექსანდრე ნიჟარაძე

ალექსანდრე ნიჟარაძე
Date of birth:18 June, 1906
Date of death:1996  (at 89 years)
Category:Engineer, Scientist, Translator, Educator, Philologist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის უცხო ენათა ინსტიტუტი I927 წელს; საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი 1937 წელს.

მუშაობა დაიწყო თბილისის ჩარხსამშენებლო ქარხანაში ინჟინერ-მექანიკოსად. საბჭოთა კავშირის დიდი სამამულო ომის დაწყების შემდეგ მიანიჭეს კაპიტნის წოდება და დანიშნეს სამხედრო წარმოებაზე გადასული თბილისის ჩარხსამშეჩნებლო ქარხნის ტექნიკური განყოფილების უფროსად. განაგრძო მუშაობა გასამხედროებულ ქარსანაში და ამიერკავკასიის ფრონტის შტაბში მთარგმნელად ქართულიდან რუსულ, გერმანულ, ინგლისურ და ფრანგულ ენებზე. მეორე მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ, 1948 წელს დაიცვა დისერტაცია, გახდა ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი და განაგრძო პედაგოგიური მუშაობა საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში. 1951 წელს დააწინაურეს საქართველოს შრომის დაცვის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორის მოადგილედ სამეცნიერო დარგში და ხშირად მონაწილეობდა საერთაშორისო კონფერენციებსა და სიმპოზიუმებში თბილისში, მოსკოვში, პარიზში და სსვა. მიღებული აქვს ორდენები და მედლები.

წყარო: ომგადახდილი მეცნიერები : საგამომცემლო ცნობები. კრებული / შემდგ.: გრიგოლ ბრეგაძე. - თბ., 2000. გვ. 88-89

Awards and Honors

  • მედალი "კავკასიის დაცვისთვის"
  • შრომის ვეტერანი
  • მედალი "გერმანიაზე გამარჯვებისთვის"
  • სამამულო ომის II ხარისხის ორდენი
  • სამამულო ომის I ხარისხის ორდენი
  • საქართველოს დამსახურებული ინჟინერი

Share: