შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ზურაბ ოქროპირიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თელავი. დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი 1938 წელს. 1941-1945 წლებში მონაწილეობდა საბჭოთა კაეშირის დიდ სამამულო ომში. 1948-1956წწ. დემობილიზაციის შემდეგ მუშაობდა "ვიესხის" საქართველოს ფილიალში მეცხოველეობის განყოფილების გამგედ. 1956 წლიდან იყო სოფლის მეურნეობის მექანიზაციისა და ელექტრიფიკაციის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ჯერ მეცხოველეობის მექანიზაციის, საკანდიდატო დისერტაციის დაცვის შემდეგ კი, მანქანათა სისტემის ლაბორატორიის უფროსი მეცნიერი მუშაკი. გამოაქვეყნა მთელი რიგი შრომები მეცხოველეობის საკითხებზე, რომელთაგან აღსანიშნავია ტრაქტორვიბრატორით სილოსის ჩადების საკითხები, რაზედაც მიიღო საავტორო მოწმობა. მიღებული აქვს ორდენები და მრავალი მედალი. წყარო: ომგადახდილი მეცნიერები : საგამომცემლო ცნობები. კრებული / შემდგ.: გრიგოლ ბრეგაძე. - თბ., 2000. გვ. 90 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |