Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ალექსანდრე სარალიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ფუთი, ზესტაფონის რაიონი. დაამთავრა ზესტაფონის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმი 1942 წელს; საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის მებაღეობა-მევენახეობის ფაკულტეტი 1949 წელს. დაიწყო მუშაობა აგროტექნიკოსად ზესტაფონის რაიონის სოფელ ქვედა საზანოს კოლმეურნეობაში, მაგრამ გაიწვიეს საბჭოთა კავშირის დიდ სამამულო ომში. ოთხთვენახევარი სწავლობდა სნაიპერთა სკოლაში, მიიღო უმცროსი სერჟინტის წოდება და მონაწილეობდა ბრძოლებში ბალტიისპირეთსა და ბელორუსიაში, თავი გამოიჩინა ვიტებსკის გათავისუფლებისათვის ბრძოლებში. 1944 წლის 4 ივლისს პოლოცკთან მძიმედ დაიჭრა და დაკარგა მარჯვენა ხელი. ფრონტიდან დაბრუნების შემდეგ, 1944-1945 წლებში იმუშავა აგროტექნიკოსად ზესტაფონის რაიონში. 1950-1965წწ. იყო ახალციხის, გორის და ჯავის ჯიშთა გამოცდის პუნქტის გამგე. 1964 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია. მუშაობდა საქართველოს მიწათმოქმედების სამეცნიერო-კელევით ინსტიტუტში ბოსტნეულ-ბაღჩეულისა და კარტოფილის სტანდარტიზაციის, შენახვის, ბუნებრივი ცხელი წყლების მებოსტნეობაში გამოყენების ლაბორატორიისა და მებოსტნეობის განყოფილების გამგედ. 1993 წლიდან არის წამყვანი მეცნიერ თანამშრომელი. ავტორია 90 მეცნიერული შრომისა, მათ შორის 11 წიგნისა და ბროშურისა, ხუთი გამოგონების და ერთი პატენტის. მან გამოიყვანა ლობიოს ჯიში "ლიახვი", რომელიც დარაიონდა. მნიშენელოვანი წვლილი შეიტანა მებოსტნეობის განვითარებაში და რესპუბლიკაში ითვლება ამ დარგის ერთ-ერთ გამოჩენილ მეცნიერ-სპეციალისტად. მან მოამზადა 19 ასპირანტი და სამეცნიერო ხარისხის მაძიებელი. დაიმსახურა ორდენი და მრავალი მედალი. წყარო: ომგადახდილი მეცნიერები : საგამომცემლო ცნობები. კრებული / შემდგ.: გრიგოლ ბრეგაძე. - თბ., 2000. გვ. 94-95 Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |