შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ბექნუ ხერგიანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: მესტიის რაიონი. საბჭოთა კავშირის ალპინისტთა ისტორიაში, თანაგუნდელ მეგობრებთან ერთად განახორციელა კლდოვანი გზით სამხრეთ უშბაზე ასვლა, რითაც დაამკვიდრა მწვერვალებზე კლდოვანი გზით ასვლები. 1950 წელს ავიდა შხელდა-უშბაზე; 1952 წელს დალაშქრა შხარა-რუსთაველი; ჯანღა-კატინაუ-თეთნულდი; 1957 წელს პამირში დარვაზის ქედის დალაშქვრისათვის მან ოქროს მედალი დაიმსახურა; 1960 წელს გადალახა ზულმარტისა და იმიერალაის ქედი და ვერცხლის მედლით დაჯილდოვდა; მის მიერ განხორციელებულია მრავალი ასვლები პამირსა და კავკასიონის მწვერვალებზე. მან იალბუზის დასავლეთის მწვერვალზე ასვლისას ჩამოხსნა გერმანელების მიერ ატანილი ნაცისტური დროშა. ალპინიზმში ხანგრძლივი და ნაყოფიერი მუშაობისათვის დაჯილდოვებული იყო სამამულო ომის ორდენით და მედლებით "მამაცობისათვის" და "კავკასიის დაცვისათვის". იგი არჩეული იყო ალ. ჯაფარიძის სახელობის საქართველოს ალპიური კლუბის საბჭოს წევრად. საქართველოს სპორტის დამსახურებული ოსტატი, მთამსვლელობის უფროსი ინსტრუქტორი, მესტიის სამთო-სამაშველო სამსახურის ყოფილი უფროსი. წყარო: სვანეთი და სვანები / ირაკლი დვალი, გივი ქურდიანი.-თბ., 2014.-გვ.472; კარგ ქართველთა სასაფლაო: geonecropol.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |