შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნაფი ჯუსოითი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ნოგყაუ, ახლანდელი ჯავის მუნიციპალიტეტი. დიდი სამამულო ომის დროს მოხალისედ წავიდა ფრონტზე. 1945 წელს კოსტა ხეთაგუროვის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის სტუდენტი გახდა. პირველი ლექსი 1945 წელს, ლექსების პირველი კრებული კი 1949 წელს გამოაქვეყნა. ავტორია ლექსთა კრებულებისა "სიტყვა გულისა" (1953), "ლირიკა"(1955), "მე დავიბადე მთებში" (1960) და სხვ.; მოთხრობებისა და რომანებისა "წინაპართა სისხლი" (1969), "სირდონის ცრემლები" (1979) და სხვ. ლიტერატურული-კრიტიკული სტატიების წიგნისა "სიტყვის ხელოვნებისათვის" (1966), მონოგრაფიული წიგნებისა ოსური ლიტერატურის კლასიკოსებზე; თარგმნა ალექსანდრე პუშკინის, ტარას შევჩენკოს, ლევ ტოლსტოის, ანტონ ჩეხოვის, ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის და სხვათა ნაწარმოებები. დაიცვა ჯერ საკანდიდატო დისერტაცია, ხოლო 1968 წელს კი - სადოქტორო დისერტაცია. იყო 400-მდე სამეცნიერო ნაშრომისა და 12 მონოგრაფიის ავტორი. საბჭოთა ეპოქის ოსი მწერალი და ლიტერატურათმცოდნე. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11.-თბ.,1987.-გვ.-580.; შიდა ქართლი : საინფორმაციო ცენტრი: qartli.ge; ქართული ენის ციფრული ლაბორატორია: dlab.ug.edu.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |