The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



შოთა სულხანიშვილი

შოთა სულხანიშვილი
Date of birth:22 November, 1923  (101 years)
Date of death:20??
Category:Scientist, Military Person

Biography

დაამთავრა თბილისის მე-4 რადიო-სატელეგრაფო კურსები; ქ. მურომის სამხედრო კავშირგაბმულობის მოკლევადიანი სასწავლებელი და მოსკოვის "დანაღმვის და საგანგებო ტექნიკის" ცენტრალური კურსები ლეიტენანტის წოდებით; საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი 1951 წელს.

დიდი სამამულო ომის დაწყებისთანავე მოხალისედ წავიდა ფრონტზე. ოცეულის მეთაურად იბრძოდა სამხრეთ-დასავლეთის, დონის სტეპის, სტალინგრადის, ცენტრალურ და ბელორუსიის ფრონტებზე. მონაწილეობდა ვარშავის განთავისუფლებაში, მდინარეების პრიპიატის, დნეპრის, ბუგის, ვისლის, ნარევის, ოდერის და შპრეეს გადალახვაში. მდ. ნარევის პლაცდარმზე მიიღო კაპიტნის წოდება. ბერლინის აღებისთანავე მისი ასეული გადაიყვანეს მდ. ოდერის მარცხენა სანაპიროზე ფრანკფურტის და გრაიფენჰაგენის ქალაქების და მისი მიმდებარე მიდამოების გასანაღმავად. 1945 წლის 15 ივნისს მთავარსარდლობის განკარგულებით მისი ასეული დააბრუნეს ბერლინში იმპერიის კანცელარიაში მისი საფუძვლიანი დათვალიერებისა და განაღმვისათვის. 1946 წლის თებერვალში დემობილიზებულ იქნა არმიის რიგებიდან, როგორც ომის ინვალიდი. იმავე წელს მიიღეს, როგორც ნიჭიერი სპეციალისტი, სამუშაოდ საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში. მან გამოაქვეყნა 40-მდე შრომა და რამდენიმე სახელმძღვანელო. 1970 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია. 1988 წელს კი გახდა მანქანათა ნაწილების კათედრის პროფესორი. დაჯილდოებულია 18 მედლით. როგორც მოწინავე ომგადახდილი მეცნიერი 1996 წლიდან არჩეულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ომისა და შრომის ვეტერანთა საბჭოს თავმჯდომარედ.

წყარო: ომგადახდილი მეცნიერები : საგამომცემლო ცნობები. კრებული / შემდგ.: გრიგოლ ბრეგაძე. - თბ., 2000. გვ. 98-99

Awards and Honors

  • მედალი "ვარშავის განთავისუფლებისთვის"
  • მედალი "ბერლინის აღებისთვის"
  • საქართველოს უმაღლესი სკოლის დამსახურებული მასწავლებელი
  • მედალი "სტალინგრადის დაცვისთვის"
  • მედალი "საბრძოლო დამსახურებისთვის"
  • სამამულო ომის I ხარისხის ორდენი (ორგზის)
    საბრძოლო დამსახურებისთვის
  • ალექსანდრე ნეველის ორდენი
    საბრძოლო დამსახურებისთვის
  • წითელი ვარსკვლავის ორდენი
  • წითელი დროშის ორდენი
    საბრძოლო დამსახურებისთვის

Bibliography


Share: