The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



კარლო ტაბატაძე

კარლო ტაბატაძე
დაბადების თარიღი:7 სექტემბერი, 1924  (100 წლის)
გარდაცვ. თარიღი:20??
კატეგორია:ისტორიკოსი, მეცნიერი, მწერალი, პედაგოგი, სამხედრო პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ბერეთისა, ჭიათურის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი ირანის ისტორიის განხრით 1951 წელს; ასპირანტურა ახლო აღმოსავლეთის ისტორიის კათედრაზე 1953 წელს.

1942 წლის ოქტომბერში გაიწვიეს არმიაში, იბრძოდა ბელორესიის პირველი ფრონტის შემადგენლობაში, მაგრამ მიიღო მარჯვენა მხრის მძიმე ჭრილობა და 1944 წლის ნოემბერში, როგორც ომის ინვალიდი დემობილიზაციით დაბრუნდა.  1955 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია. 1953-1956 წწ. მუშაობდა ლექტორად მარქსიზმ-ლენინიზმის საღამოს უნივერსიტეტში. 1957 წლის იანვრიდან მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტში ჯერ უმცროს მეცნიერ თანამშრომელად, შემდეგ უფროს მეცნიერ თანამშრომლად, ხოლო 1986 წლის ოქტომბრიდან იყო წამყვანი მეცნიერ თანამშრომელი. 1973 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია. მისი მუშაობის პროფილს წარმოადგენს ფეოდალური ხანის საქართველოს ისტორიის სპარსული წყაროების შესწავლა და მათი ისტორიული ანალიზი. ამ მხრივ მან ბევრი რამ ახალი შესძინა ქართულ ისტორიოგრაფიას. მის ინტენსიურ სამეცნიერო მუშაობას მოწმობს ის, რომ მას გამოქვეყნებული აქვს 50 სამეცნიერო შრომა. იყო საქართველოს კომპარტიის ცკ-ის შტატგარეშე და საზოგადოება "ცოდნის" ლექტორი. ხშირად კითხულობდა ლექციებს აღმოსავლეთმცოდნეობის პრობლემებსა და სხვა საკითხებზე. ომგადახდილი მეცნიერი კ. ტაბატაძე დიდი სამამულო ომის ფრონტებზე სარდლობის დავალებათა შესრულებისა და გერმანელფაშისტთა წინააღმდეგ ბრძოლებში გამოჩენილი მამაცობისათვის დაჯილდოებულია ორდენით და მედლებით.

წყარო: ომგადახდილი მეცნიერები : საგამომცემლო ცნობები. კრებული / შემდგ.: გრიგოლ ბრეგაძე. - თბ., 2000. გვ. 99-100

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • სამამულო ომის I ხარისხის ორდენი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: