ძიება
საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე
|
შოთა ვადაჭკორია
დაბადების თარიღი: | 20 ივნისი, 1951 (73 წლის) |
კატეგორია: | ისტორიკოსი, მეცნიერი, პედაგოგი |
ბიოგრაფია
დაბადების ადგილი: სოფელი ჭანჭათი, ლანჩხუთის რაიონი.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი 1977 წელს.
1979 წელს მუშაობა დაიწყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიასთან არსებულ ხალხთა მეგობრობის მუზეუმში; 2000-2006 წლებში მუშობდა იმავე აკადემიასთან არსებულ პოლიტოლოგიის ინსტიტუტში წამყვანი მეცნიერ-თანამშრომლის თანამდებობაზე; 2006 წლის ოქტომბრიდან 2019 წლის 15 ივნისამდე ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი იყო; 2019 წლის ოქტომბრიდან ტექნიკური უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა დეპარტამენტის პროფესორია; წლების მანძილზე დედაქალაქის სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას; 1986 წელს დაიცვა ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატის, ხოლო, 2002 წელს ისტორიის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი; ინტესიურად იკვლევს ქართული პოლიტიკური აზროვნების, ქართული ემიგრაციისა და საქართველოს უახლესი პერიოდის პოლიტიკური ისტორიის სხვა აქტუალურ საკითხებს; გამოქვეყნებული აქვს 160-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი, აქედან 37 წიგნი და ბროშურა, რომელთაგან 14 მონოგრაფიაა. ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
ბიბლიოგრაფია
- "ოსების გენოციდის" მითი და 1918-2022 წლების ისტორიული სინამდვილის პარადიგმები = The Myth of the "Ossetians Genocide" and the Paradigms of Historical Reality in 1918-2022 : მონოგრაფია (ავტორი). - თბილისი, გეორგია, 2023. - 356გვ.. - ISBN: 9789941851513
- საბჭოთა რუსეთთან საქართველოს დამარცხების ქრონიკა (1921 წელი) (ავტორი). - თბილისი, ირიდა, 2021. - 212გვ.. - ISBN: 9789941832413
- ოსური საკითხი და ქართული სინამდვილე (1917-1925 წწ.) = Ossetian question and the Georgian reality = Осетинский вопрос и грузинская действительность (1917-1925 гг) (ავტორი) // წიგნი 1. - თბილისი, უნივერსალი, 2020. - 608გვ.. - ISBN: 9789941266379
- ქართული ემიგრაცია და ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა საქართველოში (1921-1990) = Georgian Emigration and National Liberation Movement in Georgia (1921-1990) (ავტორი) // წ. 1. - თბილისი, უნივერსალი, 2018. - 474გვ.. - ISBN: 9789941278464
- საბჭოთა რუსეთთან საქართველოს დამარცხების ზოგიერთი ფაქტორის დაზუსტებისათვის : 1921 წლის თებერვალ-მარტი (ავტორი). - თბილისი, გეორგიკა, 2016. - 136გვ.. - ISBN: 9789941084638
- ქართული ეპოსიდან ამოზიდული ლეგენდა (ვალოდია გოგუაძე) (ავტორი). - თბილისი, პარნასი, 2014. - 282გვ.. - ISBN: 9789941067655
- კოდორის ხეობის დილემა და ქართული საზოგადოებრივ-პოლიტიკური აზრი (1993-2010) (ავტორი). - თბილისი, გეორგიკა, 2014. - 380გვ.. - ISBN: 9789941065385
- ეროვნული სახელმწიფოებრიობის საკითხი ქართულ პოლიტიკურ აზროვნებაში (ავტორი) // ნაკვ. 1, (1917-1918). - თბილისი, 2008. - 186გვ.. - ISBN: 9789941002496
- საქართველოს პოლიტიკური ისტორიის საკითხები (XX საუკუნე) (ავტორი) // წ. 2. - თბილისი, მემატიანე, 2006. - 865გვ.. - ISBN: 9994006665
- ებრაელთა საკითხი და ქართული სინამდვილე (1921-1940) (ავტორი). - თბილისი, მემატიანე, 2005. - 222გვ.. - ISBN: 9994003666
- საქართველოს პოლიტიკური ისტორიის საკითხები (XX საუკუნე) (ავტორი) // წ. 1. - თბილისი, მემატიანე, 2003. - 539გვ.. - ISBN: 9992804971
- ქართული სოციალ-დემოკრატია 1917-1921 წლებში (ავტორი). - თბილისი, მეცნიერება, 2001. - 496გვ.. - ISBN: 9992802251
- საქართველო-სომხეთის ურთიერთობის საკითხი ქართულ პოლიტიკურ აზროვნებაში (1918-1920 წ.წ.) (ავტორი). - თბილისი, მეცნიერება, 1999. - 144გვ.. - ISBN: 9992851155
- ეროვნული სახელმწიფოებრიობის საკითხი ქართულ პოლიტიკურ აზროვნებაში (1921-1923 წ.წ.) (ავტორი). - თბილისი, 1998. - 160გვ.
|