The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ნაირა ბეპიევი

ნაირა ბეპიევი
Other name:ნაირა ბეპაევა
Date of birth:29 July, 1948  (76 years)
Category:Scientist, Translator, Educator, Public Man, Civil Rights Activist

Biography

არის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ამავე უნივერსიტეტის ქართულ-ოსურ ურთიერთობათა სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ოსურენოვანი "მოამბის" რედაქტორი, ასევე ოსური ენის, კულტურის, ისტორისა და ფოლკლორის შესახებ მრავალი გამოცემისა და პუბლიკაციის ავტორი. მისი ინიციატივით და ძალისხმევით ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართულ-ოსურ ურთიერთობათა სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი 2015 წლიდან ყოველწლიურად ატარებს საერთაშორისო კონფერენციებს ქართულ-ოსური ურთიერთობების შესახებ, რომელშიც მონაწილეობას ღებულობენ სხვადასხვა ქვეყნების სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები, მათ შორის სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლები. ნაირა ბეპიევს უმნიშვნელოვანესი და ფასდაუდებელი წვლილი შეაქვს ქართული და ოსური სამეცნიერო წრეების წარმომადგენელთა დიალოგში. სამეცნიერო და საზოგადოებრივი ცხოვრების პარალელურად, ადვოკატირებას უწევს ოსური თემისთვის მნიშნელოვანი საკითხებს განათლების, კულტურის, მედიის, ადამიანის უფლებების დაცვის, ჯანდაცვისა და სხვა საკითხებში. ქართული და ოსური საზოგადოების თვალსაჩინო წარმომადგენელი. ფილოლოგიის დოქტორი.

წყარო: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი: tsu.geსაერთო ფასეულობები ქართველებსა და ოსებს შორის ნდობის აღსადგენად / პაატა გაჩეჩილაძე, კობა ჩოფლიანი.-თბ.,2022.-გვ.49

Member of Organizations

  • არასამთავრობო ორგანიზაცია "კავკასიური მოზაიკა", თავმჯდომარე
  • სა­ხალ­ხო დამ­ცველ­თან არ­სე­ბუ­ლი ერ­ოვ­ნულ უმ­ცი­რე­სო­ბა­თა საბ­ჭო, დამსახურებული წევრი

Awards and Honors

  • 2021 - ღირსების ორდენი
  • 2020 - ტო­ლე­რან­ტო­ბის ქო­მა­გი
    ეთ­ნი­კუ­რი და რე­ლი­გი­ური უმ­ცი­რე­სო­ბე­ბის უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვის და ტო­ლე­რან­ტო­ბის კულ­ტუ­რის დამ­კვიდ­რე­ბის ხელშეწყობისათვის

Bibliography


Share: